ღადა ალ-სამანი
მშობლიური სახელი არაბ. غادة السمان
დაბადების თარიღი 1942
დამასკო, სირია
მოქალაქეობა სირიის დროშა სირია
პროფესია მწერალი
აქტიური 1962 - დან

ღადა აჰმად ალ-სამანი ( არაბ. غادة السمان დ.1942) – სირიელი მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოეტი, გამომცემელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სირიელი პროზაიკოსი. მოთხრობების პირველი კრებული შენი თვალები ჩემი ბედია გამოაქვეყნა 1962 წელს. იმ პერიოდში კოლეტ ხურთან და ლაილა ბაალბექთან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ ფემინისტ მწერლად. მან მოახერხა განსხვავებული ლიტერატურის წარმოჩენა ქალთა პრობლემებისა და ფემინისტური მოძრაობების ვიწრო ჩარჩოებს მიღმა.[1]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ღადა დაიბადა დამასკოში, ინტელექტუალურ ოჯახში. გოგონას დედა ადრე გარდაეცვალა და მამა ზრდიდა. მამა, დოქტორი აჰმედ ალ-სამანი, რომელიც სირიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის და გარკვეული პერიოდის განმავლობასი სირიაში განათლების მინისტრის პოსტებს იკავებდა, იყო მეცნიერების, მსოფლიო ლიტერატურის და ამავე დროს არაბული მემკვიდრეობის მოყვარული, რამაც დიდი გავლენა იქონია როლი ღადას ლიტერატურულ შემოქმედებაზე, მისცა უნიკალური სახე, რომელიც აერთიანებდა დასავლური და აღმოსავლური ტრადიციების ელემენტებს. დამასკოს კონსერვატიულ საზოგადოებაში გაზრდილი, ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რამაც მისი განსაკუთრებული ლიტერატურული სტილი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად იგი ერთ-ერთ ტრადიციულ ქალ მწერალად ითვლებოდა, თუმცა, მისი შემდგომი ნამუშევრები გასცდა რომანტიკული ლიტერატურის ფარგლებს და უფრო ფართო სოციალურ, ფემინისტურ და ფილოსოფიურ თემებს შეეხო.

ღადამ საშუალო განათლება მიიღო დამასკოს ფრანგულ ლიცეუმში. შემდეგ გადავიდა სამთავრობო სკოლებში არაბული ენის შსასწავლად. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას დამასკოს უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში . დისერტაცია, რომლისთვისაც ალ-სამმანმა მასალა ლონდონში და ევროპის სხვა ქალაქებში შეაგროვა, ეხებოდა ინგლისურ ლიტერატურას. 1964 წელს დაბრუნდა დამასკოში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა დამასკოს უნივერსიტეტში, რომლის რექტორი იმ დროს იყო მისი მამა, აჰმად ალ-სამანი. დოქტორის ხარისხი მიიღო კაიროს უნივერსიტეტში. [2] 1962 წელს 20 წლის ასაკში გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებული, შენი თვალები ჩემი ბედია. აქ ავტორმა შეძლო წარმოედგინა განსხვავებული ლიტერატურა, რომელმაც ის ქალთა პრობლემებისა და ფემინისტური მოძრაობების ვიწრო ჩარჩოებიდან გაიყვანა სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ჰუმანიტარულ ჰორიზონტებზე.[3]

მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად დამასკოს საშუალო სკოლაში, ასევე თანამშრომლობდა ჟურნალებთან (الأسبوع العربي) (The Arab Week) და (الحدث) (Al-Hadath) და სხვა. იქცა ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავად იმ დროს, როცა ბეირუთი კულტურული ბრწყინვალების ცენტრი იყო. მოგვიანებით, 1965 წელს გამოჩნდა მისი მეორე მოთხრობების კრებული. 1978 წელს მან მეუღლის დახმარებით დააარსა გამომცემლობა სახელწოდებით (منشورات غادة السمان) (Ghada Al-Samman Publications).[4]ღადა შემდეგ გადავიდა ევროპაში, სადაც მუშაობდა გაზეთის კორესპონდენტად.

შემოქმედება

რედაქტირება

ღადა ალ-სამანი არის რამდენიმე პოეზიის კრებულის, 6 მოთხრობების კრებულის, 5 რომანის და მრავალი ჟურნალისტური და მემუარების წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, შენი თვალები ჩემი ბედია, გამოიცა 1962 წელს ბეირუთში და ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა სირიისა და ლიბანის ლიტერატურულ წრეებში. ამ წიგნის ნამდვილი პოპულარობა (9 - ჯერ გამოიცა) მას შემდეგ მოვიდა, რაც თავად ღადა გახდა ცნობილი. 1975 წელს მან გამოაქვეყნა მისი შედევრი ბეირუთი '75 - რომანი, სადაც ავტორმა კრიტიკოსებისა და მკითხველების მოწმობით, თითქოს იწინსწარმეტყველა 1975 - 1990 წლების ლიბანის ომის მოვლენები. ერთი წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა წიგნი ბეირუთის კოშმარები, რომელიც მიეძღვნა სამოქალაქო ომის საშინელებებს, რომელსაც თავად ღადა შეესწრო. 1980-იანი წლებისთვის ალ-სამანი უკვე ითვლებოდა არაბული სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე მწერლად, ხოლო 1990-იანი წლებისთვის მისი ნაწარმოებები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა.[5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1960-იანი წლების ბოლოს, ალ-სამანი დაქორწინდა ბაშირ ალ-დაუკზე, გამომცემლობა Dar Al Tali'a-ს მფლობელზე. მათი ქორწინებას ყინულისა და ცეცხლის შეხვედრას ეძახდნენ, პიროვნული მახასიათებლების აშკარა განსხვავების გამო. წყვილს შეეძინა ერთადერთი ვაჟი, ჰაზიმი, რომელსაც ღადამ დაარქვა თავისი ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი ნაწარმოებიდან "უცხოელთა ღამე". მოგვიანებით მან დააარსა საკუთარი გამომცემლობა და ხელახლა გამოსცა საკუთარი წიგნების უმეტესობა. გარდა ამისა, მან დაარედაქტირა თავისი ყველა სტატია სერიაში, რომელსაც უწოდა დაუმთავრებელი სამუშაოები (არაბ. الأعمال غير الكاملة). გამოქვეყნებული აქვს თხუთმეტი წიგნი, რომელთაგან ცხრა პოეზიის კრებულია. ის თავის გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს, მათ შორის ბევრ წერილს, ინახავს შვეიცარიის ბანკში,მატ გამოქვეყნებას აპირებს „როცა დრო დადგება“.

1993 წელს მწერალმა სკანდალი გამოიწვია ლიტერატურულ და პოლიტიკურ ასპარეზზე, როდესაც გამოაქვეყნა მწერალ ღასან ქანაფანის მიერ მისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილების კრებული, რომელთანაც რომანი ჰქონდა. ზოგიერთმა დაგმო იგი გამოქვეყნების გამო და ამტკიცებდა, რომ მისი განზრახვა იყო გარდაცვლილი მწერლის რეპუტაციის შელახვა და/ან ნეგატიური ზემოქმედება პალესტინის საქმეზე. ალ-სამანმა ასევე დაწერა ლიტერატურული კრიტიკის რამდენიმე წიგნი და თარგმნა მისი ზოგიერთი ნაწარმოები სხვა ენებზე. ის პარიზში ცხოვრობს 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან და რეგულარულად წერს ნარკვევებს ლონდონში გამომავალ არაბულ ჟურნალში.[6]

  1. "غادة السمان: أيقونة الحرية في الشعر العربي | مجلة الجرس" (არაბ. ). Retrieved 2022-01-10.
  2. Профайл Гады ас-Самман на сайте arabwomenwriters.com. ციტირების თარიღი: 2012-01-23
  3. "الدمشقي العتيق… أحمد السمان | القدس العربي 2019-04-24. Archived from the original on 2019-04-24. Retrieved 2022-01-10.
  4. Ismat, Riad (2019). Artists, Writers and The Arab Spring. Middle East Today (1st ed. 2019 ed.). Cham: Springer International Publishing : Imprint: Palgrave Macmillan. ISBN 978-3-030-02668-4.
  5. Sami Moubayed, Men and Women Who Shaped Syria, 1900-2000, Seattle, 2002, pp. 570-571.
  6. "Banipal (UK) Magazine of Modern Arab Literature - Book Reviews - Farewell, Damascus by Ghada Samman". www.banipal.co.uk. Retrieved 2024-09-14.