ქულბაქი
ქულბაქი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე, ფარავნის ტბის აღმოსავლეთით. სიმაღლე 2821 მ. აგებულია შავი გაუმჭვირვალი ობსიდიანით. ქულბაქი ნეოგენური ვულკანია. მის კალთაზე დგას ქვის ჯვარი, რომელიც შუა საუკუნეებში საუღელტეხილო ნიშნად ითვლებოდა ბიზანტიიდან მომავალ საქარავნო გზაზე.
ქულბაქი | |
---|---|
![]() მთა ქულბაქის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 41°24′52″ ჩ. გ. 43°53′29″ ა. გ. / 41.41444° ჩ. გ. 43.89139° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2821 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 573.