ქრისტიან ამანპური
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას კრისტიან ამანფური (განხილვა). |
ქრისტიან მარია ჰეიდეჰ ამანპური (დ. 12 იანვარი, 1958) — ბრიტანელ-ირანელი ჟურნალისტი და წამყვანი. CNN-ის სახე, CNN International-ის წამყვანი, PBS-ის ღამის გადაცემის „გლობალური ამბების წამყვანი“.
ქრისტიან ამანპური | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1958 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ბრიტანელ-ირანელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | როდ-აილენდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, წამყვანი. |
აქტიური | 1983–დღემდე |
შვილ(ებ)ი | დარიუს ჯონ რუბინი |
მშობლები |
მამა: მოჰამედ ამანპური დედა: პატრიცია ჰილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქრისტიან ამანპური დაიბადა 1958 წლის 12 იანვარს. არის პატრიცა ჰილის და მოჰამედ ამანპურის ქალიშვილი. მამამისი მუსლიმი იყო, ხოლო დედამისი — კათოლიკე.
1983 წელს დაამთავრა როდ-აილენდის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ამანპური ასევე „Amanpour and Company“-ს წამყვანიც არის.
დაიბადა დიდ ბრიტანეთში, თუმცა 11 წლამდე იზრდებოდა თეირანში. მამამისი ირანული ავიაკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა და აქედან გამომდინარე, ამანპურების ოჯახი თეირანში, მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქრისტიანის ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადმოვიდა, წამოსვლის მიზეზი ირან-ერაყის ომი გახდა. საერთაშორისო თემებს შორის მისი რეპორტაჟები უკავშირდებოდა სპარსეთის ყურის კრიზისს. 90-იან წლებში იგი გახდა ომის რეპორტიორი ქალების ერთ-ერთი განსახიერება.
11 წლის ასაკში, როდესაც ირანში დაწყებითი განათლება მიიღო, მისმა მშობლებმა შემდგომ იგი საზღვარგარეთ, ინგლისში გაგზავნეს სასწავლებად. ბრიტანეთში ცხოვრების შემდეგ ამანპური ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჟურნალისტიკა შეესწავლა. სწავლის პერიოდში მუშაობდა ახალი ამბების დეპარტამენტში WBRU-FM. იგი NBC-ისთვისაც მუშაობდა როგორც გრაფიკული დიზაინერი.
მისმა ომის რეპორტაჟებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ისინი ბევრმა გააკრიტიკა, რადგან ფიქრობდნენ რომ რეპორტინგის მაგივრად იგი მასალის რედაქტირებას ახდენდა და სერბების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ავლენდა. მან გააშუქა ერაყის ქუვეითში შეჭრა. ომის შემდეგ ის ერაყში ქურთების აჯანყებას აშუქებდა. 1992 წელს ამანპური ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩავიდა, რათა იქ დაწყებული ძალადობის შესახებ საზოგადოებისთვის მოეთხრო.
მას მრავალი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, 2002 წელს ედუარდ მაროუს ჯილდო მიიღო, ხოლო 2007 წელს იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.
2010 წლის 18 მარტს მან დააანონსა, რომ იგი CNN-სთან თანამშრობლობას წყვეტდა და ABC News-ში აპირებდა მუშაობის გაგრძელებას. თუმცა, 2012 წელს ისევ CNN-თან თანამშრომლობა გააგრძელა.
ოჯახი და ქორწინება
რედაქტირებაქრისტიანი 1998 წლიდან 2018 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ამერიკელ ჟურნალისტთან და ყოფილ დიპლომატთთან, ჯეიმზ რუბინსთან. მას ჰყავს შვილი — დარიუს ჯონ რუბინი, რომელიც დაიბადა 2000 წელს. ქრისტიანი ოჯახთან ერთად 2010 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2013 წელს, თავის შვილთან და მეუღლესთან ერთად, ლონდონში დაბრუნდა. ამანპური და ჯონ რუბინი 20 წლის შემდეგ, 2018 წელს განქორწინდნენ.
რესურსები იტნერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- ქრისტიან ამანპური კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ქრისტიან ამანპური — სიახლეები და კომენტარები „New York Times“-ის საიტზე.
- Christiane Amanpour: career in pictures, The Guardian
- 2000 Murrow Awards Ceremony Speech დაარქივებული 2020-06-06 საიტზე Wayback Machine. , 2000
- Christiane Amanpour's Interview on NPR, 3 December 2008
- Christiane Amanpour, at the Height of the Iranian Election Crisis დაარქივებული 2009-06-27 საიტზე Wayback Machine. —Interview by Lesley Stahl, 23 June 2009
- Christiane Amanpour's Class Day speech at Harvard University, 26 May 2010
- Christiane Amanpour დაარქივებული 2012-07-10 საიტზე Wayback Machine. —Video produced by Makers: Women Who Make America