ქოჩორა კარიამა (ლათ. Cariama cristata) — ფრინველი კარიამასებრთა ოჯახისა. აქვს გრძელი, ძლიერი, წითელი ფერის ფეხები, ყვითელი თვალები და მოკლე ალისფერი ნისკარტი. მისი სხეულის სიგრძე კუდთან ერთად 75–90 სმ აღწევს, წონა დაახლოებით 1,5 კგ-ს. მამალი და დედალი ერთმანეთს ჰგვანან. აქვს წაგრძელებული სხეული, პატარა თავი და გრძელი კისერი. თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები დაჰკრავს. თავი, კისერი და მკერდი მომკრთალო-მოყავისფროა, მუცელი მთლიანად თეთრი. კუდზე შავი ხაზები გასდევს, ბოლო — თეთრი ფერისაა.[1] იკვებება ძირითადად მწერებით, წვრილი ხვლიკებითა და გველებით. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ბრაზილიაში, აღმოსავლეთ ბოლივიაში, პარაგვაიში, ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინასა და ურუგვაიში.[2] დარბის სწრაფად, სისწრაფე 25 კმ საათში.[3] მონოგამური ფრინველია.

ქოჩორა კარიამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კარიამასნაირნი
ოჯახი:  კარიამასებრნი
გვარი:  კარიამა
სახეობა:  ქოჩორა კარიამა
ლათინური სახელი
Cariama cristata (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692205
  1. Сериема или хохлатая кариама
  2. InfoNatura: Animals and Ecosystems of Latin America. Cariama cristata. 2007.
  3. Journal of Field Ornithology