ქვემო ყანდაურა
ქვემო ყანდაურა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 680 მეტრი, საგარეჯოდან 28 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ყანდაურა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ყანდაურა |
კოორდინატები | 41°40′22″ ჩ. გ. 45°34′00″ ა. გ. / 41.67278° ჩ. გ. 45.56667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1013[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა ყანდიაური. ყანდიაური განადგურდა შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1614-1617 წლებში. 1790-იან წლებში სოფელი აღადგინა ერეკლე II-მ. 1801-1930 წლებში შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან დაიყო ზემო და ქვემო ყანდაურად და შევიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1013 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1247 | 596 | 651 |
2014[1] | 1013 | 497 | 516 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 516.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II