ქვემო სბა
სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში
ქვემო სბა[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (როკის თემი). მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე სბის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, ჯავიდან 43 კილომეტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 515.