ქეშელთა (ჯავის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში
ქეშელთა[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჯეჯორისა და ქეშელთის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქეშელთის მარჯვენა მხარეს, თემის ცენტრი (სოფლები: დუოდონასტო, მაირამი, მულდართა, რარო, სიხთა, ყოლა, ჩაგათა, წამადი). ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ჯავიდან 21 კილომეტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 504.