ქენქაანი
ქენქაანი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარეების ქსნისა და ჭურთის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მ, ახალგორიდან 27 კმ.[1] 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 კაცი.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ალტერნატიული დასახელებებია: ქენქაანთ-კარი, ქენქათ-კარი, ქენქანთ-კარი, ქენქათი. სოფელი მოხსენიებულია „ქსნის ხეობის 1781 წლის აღწერის დავთარში“, რომელიც ქართლ-კახეთის მეფის — ერეკლე II-ის ბრძანებით ჩატარდა. ქენქაანში მკვიდრობენ ქენქაძეები. ზემოაღნიშნულ დავთარში იხსენიებიან სოფლის მცხოვრებნი: ქენქაძე (ბერისშვილი) გიორგი, ქენქაძე (ბერისშვილი) გოგია, ქენქაძე (ბერისშვილი) მახარებელი, ქენქაძე (ფოცხვერისშვილი) გიორგი, ქენქაძე (ხადილასშვილი) აბრამა და ქენქაძე (ხადილასშვილი) გიორგი.[3] ქენქაანიდან ქენქაძეები ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები (მაგ., ლამისყანაში).[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 501.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საითიძე გ., ქენქაანთკარი & ქენქაძეები // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 675, ISBN 99928-929-8-6.
- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.