ქეთევან ანდრონიკაშვილი (მსახიობი)
ქეთევან ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილი (ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილი) (დ. 27 ოქტომბერი, 1862, ყვარელი — გ. 1 თებერვალი, 1941, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1933).[1]
ქეთევან ანდრონიკაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ქეთევან ანდრონიკაშვილი |
დაბადების თარიღი |
27 ოქტომბერი, 1862 ყვარელი |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1941 (78 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1881–1882 წლებში მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წრის წარმოდგენებში. 1884–1891 წლებში მუშაობდა თბილისის თეატრებში, 1892–1917 წლებში ბაქოს ქართულ თეატრში. 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრებსა და კინოსტუდიაში. როლები: ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), ოროსმე (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მარინე (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), თამარი (აკაკი წერეთლის „თამარ-ცბიერი“) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 451.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 153.