ქარიმ სანჯაბი (სპარს. کریم سنجابی‎; დ. 11 სექტემბერი, 1905, ქერმანშაჰი —  გ. 4 ივლისი, 1995, კარბონდეილი, ილინოისი) — ირანელი პოლიტიკოსი, ეროვნული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 1979 წ.

ქარიმ სანჯაბი
ქარიმ სანჯაბი
სპარს. کریم سنجابی
ირანის დროშა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 თებერვალი 1979 – 1 აპრილი 1979
წინამორბედიაჰმედ მინფენდერსკი
მემკვიდრემეჰდი ბაზარგანი

მეჯლისის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 აპრილი 1952 – 16 აგვისტო 1953

განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი1951 – 6 მაისი 1951
წინამორბედიმაჰმუდ მეჰრანი
მემკვიდრემაჰმუდ ჰესაბი

დაბადებული11 სექტემბერი 1905
ქირმანშაჰი, ირანი
გარდაცვლილი4 ივლისი 1995 (89 წლის)
კარბონდეილი, ილინოისი
პოლიტიკური პარტიაირანის ეროვნული ფრონტი
შვილები4
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

იგი გახლდათ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ირანის კომიტეტის შექმნის ერთ-ერთი მონაწილე.[1]

ცხოვრების ადრეული პერიოდი რედაქტირება

ქარიმ სანჯაბი დაიბადა 1905 წლის 11 სექტემბერს ქერმანშაჰში ქურთული სანჯაბის ტომის ბელადის ოჯახში. სწავლობდა სამართალსა და პოლიტიკას სორბონის უნივერსიტეტში. მუშაობდა თეირანის უნივერსიტეტში სამართლის პროფესორად.

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

1950-იან წლებში ქარიმ სანჯაბი და ალაიარ სალეჰი ხელმძღვანელობდნენ ირანის ნაციონალისტურ, პროგრესულ, მემარცხენე და ანტისაბჭოთა პარტიას, რომელიც გახდა ეროვნული ფრონტის ნაწილი.  1951 წელს სანჯაბი დაინიშნა განათლების მინისტრის თანამდებობაზე.

სანჯაბი მხარს უჭერდა მოჰამედ  მოსადეყს ირანის ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციაში, რომელიც ბრიტანელების ხელში იყო. ასევე, სანჯაბი იზიარებდა მოსადეყის პოზიციას შაჰისა და მისი სასამართლოს ძალაუფლებისა და გავლენის შეზღუდვის შესახებ.

1953 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც ორგანიზებული იყო აშშ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსა და MI6-ის მიერ, მოსადეყის მთავრობა დაემხო, შაჰმა აღიდგინა ძალაუფლება და სანჯაბი, მოსადეყის სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ოპოზიციაში გადავიდა. 1960 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო მეორე ეროვნული ფრონტის ფორმირებაში. აღდგენილი ეროვნული ფრონტი უნდა დარჩენილიყო აქტიური ხუთი წლის განმავლობაში. მიუხედავად  ზომიერი მოთხოვნებისა საარჩევნო რეფორმის  და შაჰის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, შაჰმა უარი თქვა ფრონტის ასეთ საქმიანობაზე. შაჰის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სავაქი) აიძულა სანჯაბი და სხვა დემოკრატები უკან დაეხიათ.  ამ და მრავალი სხვა ფაქტორის გამო, 1965 წლისთვის მეორე ეროვნული ფრონტი დაიშალა და უმოქმედო იყო 1970-იანი წლების ბოლომდე. იგი აღორძინდა 1977 წლის ბოლოს სანჯაბის ხელმძღვანელობით.[2]

1978-1979 წლების რევოლუციური აჯანყების დროს, სანჯაბის და მის კოლეგებს თავდაპირველად შაჰთან სურდათ მოლაპარაკება  კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. თუმცა, 1978 წლის 3 ნოემბერს სანჯაბი, როგორც ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი, საფრანგეთში შეხვდა აიათოლა რუჰოლა ხომეინს. ის მივიდა ამ შეხვედრაზე იმ იმედით, რომ დაარწმუნებდა ხომეინს მხარი დაეჭირა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ეროვნული ფრონტის მეთაურობით. მიუხედავად მზარდი რევოლუციური ენთუზიაზმისა, სანჯაბი და  სხვა ლიბერალები რჩებოდნენ კონსტიტუციური მონარქიის იდეის და შაჰის, როგორც ოფიციალური ფიგურის, ერთგულები.  მიუხედავად სანჯაბის და მისი მომხრეების სურვილისა, ხომეინმა უარი თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით  რაიმე დათმობაზე წასულიყო და გაიმეორა მისი მთავარი მოთხოვნა — მონარქიის დამხობა. საბოლოოდ, სანჯაბმა მხარდაჭერა გამოუცხადა ხომეინს და შეუერთდა მის ძალებს.

1979 წლის 11 თებერვალს მონარქიის დამხობის შემდეგ ხომეინმა ღიად  განაცხადა უარი   რესპუბლიკის სახელწოდებასა და კონსტიტუციაში სიტყვა დემოკრატიის გამოყენებაზე.

სანჯაბი დაინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრად მეჰდი ბაზარგანის დროებით მთავრობაში. მისი დანიშვნა დასავლური ძალებისთვის ამ პოსტზე იყო სიგნალი იმისა, რომ მიუხედავად ყველა „ანტიიმპერიალისტური“ და ანტიდასავლური განცხადებებისა, აიათოლა ხომეინი არ წავიდოდა დასავლეთის ქვეყნებთან დაპირისპირებაში.

1978 წლის 8 აპრილს ბომბი ესროლეს სანჯაბის სახლს თეირანში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა  სავაქის მიერ დაარსებულმა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ  „ შურისძიების იატაკქვეშა  კომიტეტმა“ აიღო. სანჯაბი დააპატიმრეს 1978 წლის 11 ნოემბერს და გაათავისუფლეს 6 დეკემბერს.[3]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

სანჯაბი დაქორწინებული იყო ფახროლმოლუქ არდალან სანჯაბზე (1921 წლის 7 სექტემბერი  – 2011 წლის 21 თებერვალი) და ჰყავდა ოთხი შვილი, სამი ვაჟი (ხოსროვი, ფარვიზი, საიდი) და ქალიშვილი მარიამი.

ბოლო წლები და გარდაცვალება რედაქტირება

1982 წელს სანჯაბმა ირანი დატოვა და პარიზში წავიდა. მოგვიანებით ის დასახლდა აშშ-ში. სანჯაბი გარდაიცვალა 1995 წლის 4 ივლისს კარბონდეილში, ილინოისში საკუთარ სახლში.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Saxon, Wolfang (7 July 1995). "Karim Sanjabi, Politician, 90, Foe of Shah and Islamic Militants". The New York Times. Retrieved 31 July 2013.
  2. "Fakhrolmolouk Sanjabi".[მკვდარი ბმული] The Southern. Carbondale. Retrieved 31 July 2013.
  3. "Karim Sanjabi".[მკვდარი ბმული] Sarasota Herald Tribune. 7 July 1995. Retrieved 31 July 2013.
  4. Rubin, Barry (1980). Paved with Good Intentions (PDF). New York: Penguin Books. p. 287. Archived from the original (PDF) on 21 October 2013. Retrieved 2 August 2013.