ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორია}} |
ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორია- საქართველოს გეოგრაფიული აზროვნების განვითარებას, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ამიტომ გეოგრაფიული აზროვნება და ქვეყნის ისტორია განუყოფელია ერთმანეთისგან, ხოლო მისი ცოდნა აუცილებელი პირობაა. გეოგრაფიის განვითარებამ რთული და გრძელი გზა განვლო, რომ თანამედროვე ცხოვრებაში თავი, როგორც სამეცნიერო დისციპლინად დაემკვიდრებინა. პირველი ქართული საერო თუ საეკლესიო წყაროები ფაქტობრივად, პირველ ქართულ გეოგრაფიულ წყაროებად მიიჩნევა , რადგან მთელ რიგ გეოგრაფიული ხასიათის ცნობებს შეიცავს. ძველ საქართველოში სხვა ქვეყნების მსგავსად გეოგრაფია აღწერილობითი ხასიათის იყო მაგალითად მიმდებარე ქვეყნებზე გეოგრაფიული ცნობების შეკრების საჭიროების შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფს ევალებოდა სახელმწიფო წყობის ,მოსახლეობის და მათი განლაგების, ქალაქების ,სოფლების, გზების, ბუნებრივი პირობების , ციხესიმაგრების აღწერა , სისტემატიზაცია და ცოდნა .ეს ინფორმაცია კი ხელს შეუწყობდა მომავალი ბრძოლის ადგილების შერჩევას ასევე სახელმწიფო საზღვრის გამაგრებასა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო გზების დაცვას.
საქართველოს გეოგრაფიული აზროვების, შესწავლის ისტორია იყოფა 5 პერიოდად: ანტიკურ, შუა საუკუნეების, აღორძინების ,ახალ და უახლოეს პერიოდად. ანტიკური პერიოდი ძვ.წ VI ს-დან ახალი წ. IV -მდე გრეძელდებოდა და ამდროინდელი საქართველოს შესახებ ერთ-ერთ პირველ გეორაფიულ ნაშრომად ითვლება ძველი ბერძენი ისტორიკოსის და გეოგრაფის, ჰეკატეოს მილეტელი ( ძვ.წ VI-V სს) ნაშრომი „მიწის აღწერა" სადაც იგი მოიხსენიებს კოლხებს, კავკასიონს და შავ ზღვას.
საქართველოს შესახებ ასევე მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ინფორმაციას და წყაროებს შეიცავს ბერძენი მეცნიერების ნაშრომები მათ შორის ჰიპოკრატე ( ძვ.წ V-IV სს, „ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ”) ქსენოფონტის (ძვ.წ V-IV სს „ანაბასისი" ) სკილაკ კარიანდელის( ძვ.წ IV ს „პერიპლუსი") ჰეროდოტეს ( ძვ.წ V ს „ისტორია" ) აპოლონ როდოსელის (ძვ.წ III ს „არგონავტიკა" ) სტრაბონის ( ძვ.წ II-ახ.წ III სს , „გეოგრაფია") კლავდიუს პტოლემეს ( ახ.წ II ს, „ გეოგრაფიის სახელმძღვანელო და მსოფლიოს რუკა" ) და სხვა. მათს თხზულებებში აღწერილი და მოხსენიებულია სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტები მაგალითად მდინაარები, მხარეები.ტბები, ქალაქები და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შუა საუკუნეების იტალიელი მოგზაური, ვაჭარი და მწერალი მარკო პოლო იძლევა. ასევე აღსანიშნავია ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის სომეხი მეცნიერის ანანია შირაქაცის და იტალიელი ამბროჯო კონტარინის ნაშრომებში წარმოდგენილი გეოგრაფიული ცნობები.
აღორძინების ეპოქა მოიცავს XVI-XVIII საუკუნეებს და ამ პერიოდში კვლავ გრძელდება კავკასიისა და საქართველოს შემსწავლელი გეოგრაფიული კვლევები ამაში კი დიდი წვრილი მიუძღვით დასავლეთ ევროპელ და რუს მოგზაურებსა და მკლევარებს: , არქანჯელო ლამბერტის , ჟან შარდენის , ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის .
მათ ნაშრომებში აღწერილია ქალაქები, ციხე-სიმაგრეები, მთები, მდინარეები და სხვა. ახალი პერიოდი მოიცავს XIX საუკუნესა და XX ს დასაწყისს. ამ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე ქვეყნის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ხასიათის კვლევებს აწარმოებს.ამ დროის მანძილზე იხსნება მრავალი სპეციალური დაწესებუბულება და მიმდინარეობს რუკების გამოცემა.
რაც შეეხება უახლოეს პერიოდს ამ დროს ინტესიურად მიმდინარეობს გეოგრაფიული კვლევები და ახალი სამეცნიერო თუ სასწავლო ცენტრების გახსნას. დიდი ყურადღება ეთმობა გეოგრაფიულ პროგნოზირებას, ბუნებრივი რესურსების დაცვას, რაციონალურ გამოყენებას და მდგრადი განვითარების პრობლემებს.
ქართული გეოგრაფიის აზროვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მოგზაურებს რომლებიც აღწერდნენ და სწავლობდნენ როგორც საკუთარ ისე უცხო ქვეყნებს. ქართველი მოგზაურებიდან აღსანიშნავია მწერალი ჩახრუხაძეს , დავით ულუს და დავით ნარინს, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს, თეიმურაზ ბაგრატიონს, ვახუშტი ბაგრატიონს და სხვებს.