ქანთმაშენი მინერალები
ქანთმაშენი მინერალები — ქანის არსებითი მუდმივი შემადგენელი მინერალები. პროცენტული რაოდენობის მიხედვით ქანის შედგენილობაში განირჩევა უმთავრესი ქანთმაშენი მინერალები (ქანის მოცულობის 95%-მდე) და აქცესორული მინერალები. ქანების თითოეულ გენეტურ ჯგუფს ახასიათებს ქანთმაშენი მინერალების გარკვეული ერთობლიობა. მაგმურსა და მეტამორფულ ქანებს სილიკატები (მინდვრის შპატები, პიროქსენები, ამფიბოლები, ქარსები, ოლივინი, ფელდშპატიტები) და კვარცი; დანალექ ქანებს — კარბონატები (კალციტი, დოლომიტი, მაგნეზიტი), სულფატები (თაბაშირი, ანჰიდრიტი), აგრეთვე სილიციუმის, რკინისა და ალუმინის ჟანგეულები და ჰიდროჟანგეულები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 454.
- Дир У. А., Хауи Р. А., Зусман Д ж., Породообразующие минералы, пер. с англ., т. 1—5, М., 1965-66;
- Лодочников В. Н., Главнейшие породообразующие минералы, 5 изд., М., 1974.