ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1969

(გადამისამართდა გვერდიდან ქალთა IV საჭადრაკო ოლიმპიადა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

7-23 სექტემბერი, 1969. ლუბლინი, პოლონეთი

ქალთა მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადას პოლონეთის ქალაქ ლუბლინმა უმასპინძლა. პოლონეთის ამ ქალაქში 15 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. უპირველეს ფავორიტებად კვლავ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის მაშინდელი უცვლელი პრედენდენტი, ალა კუშნირი და ქართული ჭადრაკის ახალი ვარსკვლავი, ნანა ალექსანდრია იცავდნენ. წინა ოლიმპიადასთან შედარებით ზოგიერთ გუნდში ახალი სახელები გამოჩნდნენ. უნგრეთის ნაკრებში პირველ - მეორე დაფებზე დასხდნენ მარია ივანკა და ჟუჟა ვერეცი. სათადრიგოდ უნგრელებს კიდევ ერთი ახალგაზრდა მოჭადრაკე - კაროლინა ჰონფი ჰყავდათ. ახალი ლიდერი ჰყავდათ ჩეხებსაც, სტეფანკა ვოკრჟლოვას სახით. სათადარიგოდ აქ იანა მალიპეტროვა თამაშობდა. სამაგიეროდ კვლავ ძველი გვარდიით თამაშობდნენ გდრ-ს და პოლონეთის გუნდები. იუგოსლავიის გუნდში მართლია აღარ იყვნენ ლაზარევიჩი და ნედელკოვიჩი, მაგრამ არც ახალგაზრდები გამოჩენილან. რუმინეთის ნაკრებში არ იყო ნიკოლაუ, ახალი სახე მათ მხოლოდ ერთი (სუზანა მაკაი) ყავდათ.

ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა ტურნირის სტარტზევე თქვა. შვიდი ტურის შემდეგ 11,5-11,5 ქულით ლიდერობდნენ საბჭოთა, ჩეხი და უნგრელი მოჭადრაკეები. დანარჩენი გუნდები საგრძნობლად ჩამორჩნენ, თუმცა საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლის შანსს მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებდნენ. მერვე ტურიდან საბჭოთა ნაკრები ერთპიროვნულად გალიდერდა და თანდათნ კიდევ უფრო ზრდიდა თავის უპირატესობას. საბოლოოდ სამი ტურით ადრე ჩემპიონის საკითხი გადაწყვეტილი იყო. უნგრელებმაც თანდათან ჩამოიტოვეს მეტოქეები და მეორე ადგილს დაეპატრონნენ. დიდი ბრძოლა გაჩღდა მესამე ადგილისათვის. ვეტერანებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა დაძაბულობას ვერ გაუძლეს და პოზიციები თანდათან დათმეს. ისინი კონკრეტულ მატჩში კი ამარცხებდნენ ახალგაზრდა ოპონენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს, მაგრამ მთელი ტურნირისათვის ძალები აშკარად არ ყოფნიდათ. ასე მაგალითად, რუმინელებმა პირადი შეხვედრები უნგრეთსაც (2-0) მოუგეს და ჩეხოსლოვაკიასაც (1,5-0,5), ჩეხები იუგოსლავიელებმაც დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ გადაღლილები დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ აშკარად სუსტ მეტოქეებთნ. სამაგიეროდ ჩეხებს ეყოთ ძალა და პირველად დაეპატრონნენ ბრინჯაოს მედლებს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა კი ვერა მენჩიკის თასთან და ჩემპიონის ოქროს მედლებთნ ერთდ, მცირე ოქროს მედლებიც მიიღეს თავიანთ დაფაზე საუკეთესო შედეგისათვის.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება
გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
1 სსრ კავშირი   1 2 2 2 2 1,5 1,5 2 2 2 2 2 2 2 26
2 უნგრეთი 1   0,5 1 1,5 1,5 1,5 2 0,5 2 1 2 2 2 2 20,5
3 ჩეხოსლოვაკია 0 1,5   0,5 2 1,5 1 0,5 2 1,5 2 1 1,5 2 2 19
4 იუგოსლავია 0 1 1,5   1 0 1,5 1,5 2 2 1,5 1 1,5 2 2 18,5
5 ბულგარეთი 0 0,5 0 1   1,5 2 1 1 1,5 2 1,5 1,5 2 2 17,5
6 გდრ 0 0,5 0,5 2 0,5   1 1 1 1 2 2 1,5 2 2 17
7 პოლონეთი 0,5 0,5 1 0,5 0 1   1 1,5 1,5 1,5 1,5 2 2 2 16,5
8 რუმინეთი 0,5 0 1,5 0,5 1 1 1   1,5 1 1 1,5 2 2 2 16,5
9 ნიდერლანდები 0 1,5 0 0 1 1 0,5 0,5   0,5 2 1 1,5 1,5 2 13
10 ინგლისი 0 0 0,5 0 0,5 1 0,5 1 0,5   1 1,5 1,5 2 1,5 12,5
11 გფრ 0 1 0 0,5 0 0 0,5 1 0 1   1,5 1 1,5 2 10
12 დანია 0 0 1 1 0,5 0 0,5 0,5 1 0,5 0,5   2 1 1,5 10
13 ავსტრია 0 0 0,5 0,5 0,5 0,5 0 0 0,5 0,5 1 0   1 1 6
14 ბელგია 0 0 0 0 0 0 0 0 0,5 0 0,5 1 1   1,5 4,5
15 ირლანდია 0 0 0 0 0 0 0 0 0 0,5 0 0,5 1 0,5   2,5

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით

რედაქტირება
  სსრკ                             + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 0,5 1 1 1 1 1 1 9,5 10 9 1 0
ალა კუშნირი 1 1 1 1 1 0,5 1 1 1 8,5 9 8 1 0
ნანა ალექსანდრია 1 1 1 1 0 1 1 1 1 8 9 8 0 1

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

  უნგრეთი

მარია ივანკა - 8 (+7=2-3), ჟუჟა ვერეცი - 10 (+8=4-0), კაროლინა ჰონფი 2,5 (+2=1-1).

  ჩეხოსლოვაკია

სტეფანკა ვოკრჟლოვა - 6,5 (+4=5-0), კვეტა ერეტოვა - 6,5 (+5=3-1), იანა მალიპეტროვა 6 (+5=2-3).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი   სსრკ 9,5 10 95,0
სტაფანკა ვოკრჟლოვა   ჩეხოსლოვაკია 6,5 9 72,2
მარია ივანკა   უნგრეთი 8 12 66,7
მეორე დაფა ქვეყანა %
ალა კუშირი   სსრკ 8,5 9 94,4
ჰენრიეტა კონარკოვსკა   პოლონეთი 6,5 9 72,2
კვეტა ერეტოვა   ჩეხოსლოვაკია 6,5 9 72,2
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ნანა ალექსანდრია   სსრკ 8 9 88,9
სუზანა მაკაი   რუმინეთი 6,5 8 81,3
ანტონინა გეორგიევა   ბულგარეთი 6,5 10 65,0

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება