ქალაქების ეპითეტები
ცნობილ ქალაქებს, თავისი ბუნებრივი, ისტორიული, კულტურული თუ სხვა თავისებურებების გამო, გარკვეული ეპითეტებით და მეტსახელებით მოიხსენიებენ. ქვემოთ წარმოდგენილია ზოგიერთი მათგანი.
საქართველოს ქალაქები:
- თბილისი - მზის და ვარდების ქალაქი (სიმღერიდან)
- ბათუმი - ქათქათა ქალაქი (სიმღერიდან)
- ქუთაისი - სავარდო და სამაისო ქალაქი (სიმღერიდან)
- რუსთავი - ბოსტან-ქალაქი, მეტალურგთა ქალაქი
- ფოთი - საზღვაო კარიბჭე
- ტყიბული - მეშახტეთა ქალაქი
მსოფლიოს ქალაქები:
- ატლანტა (აშშ) - ფენიქს-ქალაქი
- ბერლინი (გერმანია) - ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს
- ბრიუსელი (ბელგია) - ევროპის დედაქალაქი
- ბუენოს-აირესი (არგენტინა) - ლა-პლატის დედოფალი (ლა-პლატა მდინარეა)
- დეტროიტი (აშშ) - ავტოქალაქი (ძრავების ქალაქი)
- ისპაჰანი (ირანი) - ნახევარი მსოფლიო (სპარსულად: “ესფაჰან - ნესფე ჯაჰან”)
- იერუსალიმი (ისრაელი) - წმინდა ქალაქი
- კრაკოვი (პოლონეთი) - მეტყველი ქვების ქალაქი
- ლოს-ანჯელესი (აშშ) - ანგელოზების ქალაქი
- მაინის ფრანკფურტი (გერმანია) - ბანკების ქალაქი (გერმანულად Frankfurt-am-Main, ირონიულად: Bankfurt-am-Mainhattan)
- მოსკოვი (რუსეთი) - მესამე რომი
- ნიუ-იორკი (აშშ) - დიდი ვაშლი
- ოსლო (ნორვეგია) - ვეფხვის ქალაქი
- პარიზი (საფრანგეთი) - სინათლის ქალაქი (ფრანგულად La Ville-Lumière)
- პეტერბურგი (რუსეთი) - ჩრდილოეთის ვენეცია
- პრაღა (ჩეხეთი) - ასი კოშკის ქალაქი
- რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია) - საოცარი ქალაქი
- რომი (იტალია) - მარადიული ქალაქი
- სტრასბურგი (საფრანგეთი) - ევროპის დედაქალაქი
- ფილადელფია (აშშ) - ძმური სიყვარულის ქალაქი
- ჩიკაგო (აშშ) - ქარების ქალაქი
- ჰამბურგი (გერმანია) - მსოფლიოს კარიბჭე