ქაიხოსრო აბაშიძე
ქაიხოსრო აბაშიძე (გ. 26 აგვისტო, 1810) — იმერეთის 1810 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ I-ის სიძე, აჯანყებაში სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული ზედა საქარა მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ქაიხოსრომ მდინარე ყვირილას ხეობაში 2 ათასამდე კაცი შეკრიბა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილის-ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან გენერალ როზენის ჯარებთან შეტაკების დროს. მასთან ერთად დაიღუპნენ მისი შვილები როსტომი, გიორგი და სვიმონი. ქაიხოსროს შვილი ივანე აბაშიძე სათავეში ედგა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას. ქაიხოსრო აბაშიძის შვილიშვილის შვილი იყო აკაკი წერეთელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ო. სოსელია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25.
- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973