ქათმის წვნიანი
ქათმის წვნიანი — წვნიანი დამზადებული წყალში მოხარშული ქათმის ხორცისგან, ძირითადად უამრავი სხვადასხვა ინგრედიენტის თანხლებით. კლასიკურ ქათმის წვნიანში არის დაჭრილი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, კარტოფილი და ა.შ. ზოგიერთი ვარიაციის მიხედვით, უმატებენ ბრინჯს[1], ქერს, პასტას ან ცომის ბურთულებსაც. ქათმის წვნიანი ბევრ ქვეყანაში ცნობილია, როგორც გრიპისა და სიცხის მკურნალი.
არსებობს ქათმის წვნიანის განსხვავებული ვერსია, ქათმის კრემ-წვნიანი, რომელიც ტრადიციული ქათმის წვნიანთან შედარებით სქელია და სხვა ინგრედიენტებთან ერთად შეიცავს რძეს (ან ნაღებს) და ფქვილს.
ისტორია
რედაქტირებაადამიანები ხორცს მას შემდეგ ხარშავნენ, რაც ქათმის და სხვა შინაური ცხოველების მოშინაურება მოხდა ნეოლითურ პერიოდში[2], შესაბამისად, ქათმის წვნიანის შექმნაც ამ ხანას უკავშირდება.
მომზადება
რედაქტირებაწვნიანის გემოს გამდიდრებისა და არომატის მიცემისთვის გამოიყენება ბოსტნეული, მაგალითად: კარტოფილი, პომიდორი, ზუქინი, ნიორი, ოხრახუში, ნიახური, კამა და ა.შ. წვნიანი ნელა უნდა ადუღდეს, დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1-3 საათის განმავლობაში. საჭიროების შეთხვევაში შეიძლება წყლის დამატება დუღილის პროცესშიც. სითხის ზემოთ მოქცეული ცხიმი უნდა იქნეს მოშორებული, ქათამი კი ადუღებული წყლიდან ცივ წყალში უნდა გადავიტანოთ. შემდეგ უნდა გავაშროთ, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და მაცივარში შევინახოთ გამოყენებამდე.
კვებითი ღირებულება
რედაქტირებაქათმის წვნიანს აქვს დაბალი ცხიმების შემადგენლობა; გრძელვადიანი ხარშვის პროპორციულად წვნიანში იზრდება კალციუმის რაოდენობაც(განსაკუთრებით მჟავე pH-ის მქონე სითხეში)[3].
სამკურნალო თვისებები
რედაქტირებაქათმის წვნიანი ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენებოდა გაცივებისა და მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ეს წვნიანი შიეცავს ამინომჟავა ცისტეინს[4], რომელიც ძალიან მსგავსია აცეტილცისტეინისა, რომელიც ბრონქიტის და მსგავსი დაავადებების განსაკურნებლად იყენება.
სხვადასხვა კულტურაში
რედაქტირებაჩინეთი
რედაქტირებაჩინური წვნიანების დიდი რაოდენობა ქათმის წვნიანზეა დაფუძნებული. ტრადიციული ჩინური ქათმის წვნიანი შედგება ჯანჯაფილისგან, ხახვისგან, სოიოს სოუსისგან, ბრინჯის ღვინოსგან და შირბახტის ზეთისგან.
კოლუმბია
რედაქტირებაბაგოტა, კოლუმბიის დედაქალაქი ცნობილია ქათმის წვნიანის საკუთარი ვერსიით, რომელიც ტრადიციულ ინგრედიენტებთან ერთად შეიცავს ავოკადოს, სიმინდის მარცვლებს და ადგილობრივ ბალახებს.
დანია
რედაქტირებადანიური ქათმის წვნიანი (hønsekødssuppe) მზადდება დიდი ქათმებისგან, ბოსტნეულებიდან კი იყენებენ ნიახურს, სტაფილოს, ხახვს, პრასს, ხანდახან ამატებენ პატარა, თეთრი ცომის ან ხორცის ბურთულებს.
საბერძნეთი
რედაქტირებასაბერძნეთში, ქათმის წვნიანს უმატებენ ძმარს და ლიმონის წვენს, უფრო იშვიათად იოგურტს და კვრეცხსაც კერძის მზადების დასასრულს. ასევე ამატებენ ბრინჯს ან ადგილობრივ ცომის კრიტარაკს, რომელიც ასქელებს წვნიანს. ეს წვნიანი მიიჩნევა მუცლის ტკივილის, ნაბახუსევის და გაცივების მკურნალად.
იტალია
რედაქტირებაიტალიაში, ხშირად ქათმის წვნიანი ცალკეა, მოხარშული ბოსტნეული კი, როგორც მეორე კერძი, ისე მიირთმევა.
იაპონია
რედაქტირებაიაპონიაში ქათმის წვნიანს უწოდებენ ტორიჯირუს (torijiru), მზადება იწყება გამხმარი წყალმცენარის, კონბუს ხარშვით, რომელსაც უმატებენ გამომშრალ თინუსს. ამის შემდეგ წვნიანს უმატებენ ქათამს და ბოლოკს, სოკოებს, კარტოფილს და ადგილობრივ სანელებლებს.
კორეა
რედაქტირებასამგიეტანგი (Samgyetang) ეწოდება კორეულ ქათმის წვნიანს, რომელიც ტრადიციულ ინგრედიენტებთან ერთად, შეიცავს კორეულ გამხმარ ხილს, სახელგანთქმულია სამკურნალო თვისებების გამო[5].
პოლონეთი
პოლონური ქათმის წვნიანი, როსუვი (rosół) მზადდება სპაგეტის მსგავსი მაკარონის თანხლებით და ხშირად წვნიანი განცალკევებულია ქათმის ხორცისაგან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქათმის წვნიანი ბრინჯით - რეცეპტი
- ↑ სარა ზიელინსკი - ქვის ხანის წვნიანი? (ინგლისური)
- ↑ კალციუმის რაოდენობა წვნიანში "Chicken soup revisited" (ინგლისური)
- ↑ "The Science of The Chicken Soup" ქათმის წვნიანის მეცნიერება
- ↑ "Why Samgetyang is Good For You"(ინგლისური)