ფშაური (ბედიის თემი)
ფშაური — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ბედიის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოხოჯის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 150 მ, გალიდან 17 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.