ფუკუსიმის პრეფექტურა
ფუკუსიმის პრეფექტურა — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს ტოჰოკუს რეგიონში. პრეფექტურის ფართობია 11 636,28 კმ²,[1] 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ფუკუსიმის პრეფექტურაში ცხოვრობდა 1 038 364 ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფუკისიმა.
ფუკუსიმის პრეფექტურა 福島県 | |
---|---|
ფუკუსიმის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტოჰოკუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 37°45′00″ ჩ. გ. 140°28′04″ ა. გ. / 37.75000° ჩ. გ. 140.46778° ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ფუკუსიმა |
ISO 3166-2:JP | JP-07 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 11 636,28 კმ² (3) |
% წყალი | 0,9 % |
მოსახლეობა | (2014) |
სულ | 1 038 364 ად. (17) |
სიმჭიდროვე | 140,58 ად./კმ² |
რაიონი | 13 |
მუნიციპალიტეტი | 59 |
სიმბოლიკა | |
ხე | Zelkova serrata |
ყვავილი | Rhododendron brachycarpum |
ფრინველები | Ficedula narcissina |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | იუჰეი სატო |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
გეოგრაფია
რედაქტირებაფუკუსიმის პრეფექტურა მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე. პრეფექტურის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს ძლიერ დანაწევრებულ მთებს. აძუმის ქედზე აღმართულია მოქმედი სტრატოვულკანი აძუმა, რომლის სიამღლე ზღვის დონიდან 2035 მეტრს აღწევს. ფუკუსიმის პრეფექტურა მთების მეშვეობით სამ რეგიონადაა გაყოფილი: აიძუ, ნაკადორი და ჰაკადორი. აიძუში ჭარბობს მთიანი ლანდშაფტი მოქმედ ვულკან ბანდაისთან (1819 მ) ერთად, ნაკადორი განთქმულია თავისი სასოფლო-სამეურნეო მიღწევებით, ხოლო ჰამადორი ორი კლანის ხანგრძლივი ომით ამ რეგიონის დასაუფლებლად. 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფუკუსიმის პრეფექტურის 13 % ბუნების პარკებს ეკავათ. აღსანიშნავია ბანდაი-ასაჰის ეროვნული პარკი, ნიკოს ეროვნული პარკი, ოძეს ეროვნული პარკი და სხვა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
რედაქტირებაფუკუსიმის პრეფექტურაში განლაგებულია 13 ქალაქი და 13 რაიონი (31 დაბა და 15 სოფელი).
ფუკუსიმის პრეფექტურის ყველაზე ცნობილი ქალაქია ფუკისიმა. აგრეთვე ცნობილია ივაკე, რომელიც 645 წელს დაარსდა. ქალაქ ივაკის მოსახლეობა 350 ათას ადამიანს შეადგენს.
აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქი აიძუვაკამაცუ, რომელშიც 1868 წელს გაიმართა ბოსინის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აიძუს ბრძოლა. ომის მსვლელობისას დამარცხებულთა მხარის 19 ახალგაზრდამ ჩაიდინა რიტუალური თვითმკვლელობა. ქალაქში მდებარეობს დღეისათვის რესტავრირებული ციხე-დარბაზიაიძუ-ვაკამაცუ, რომელიც ომის დროს ნაწილობრივ იყო დანგრეული.
აიძუვაკამაცუსთან მდებარეობს ნაკლებად ცნობილი ქალაქი კიტაკატა, რომელიც ცნობილია არა თავისი სამხედრო ისტორიით, არამედ კულინარიული ღირსშესანიშნაობით, — კიტაკამური რამენით.
ისტორია
რედაქტირებამიიაგის პრეფექტურის სანაპიროსთან ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კილომეტრში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა შეადგენდა 8,9-ს. კერა 24 კილომეტრის სიღრმეში იყო განლაგებული. პირველ ბიძგს მოჰყვა 6,0-ზე მაღალი მაგნიტუდის რამდენიმე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი. ერთ-ერთი მათგანის ეპიცენტრი განლაგებული იყო ტოკიოდან სულ რაღაც 67 კილომეტრში. ყველაზე ძლიერი აფტერშოკის მაგნიტუდა შეადგენდა 7,1-ს. იაპონიის მთავრობამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა-1“-ის და „ფუკუსიმა-2“-ის რაიონში.
მასშტაბური სიტუაცია იმთავითვე შეიქმნა ატომურ ელექტროსადგურ „ოგანავაზე“, „ფუკუსიმა-1“-სა და „ფუკუსიმა-2“-ზე. „ფუკუსიმა-1“-ის პირველი რეაქტორის საკონტროლო დაწესებულებაში რადიაციის დონემ 1000-ს გადააჭარბა. აფეთქების შდეგად, 2011 წლის 12 მარტს ჩამოინგრა ატომურ ელექტროსადგურში ჭერი და კედელი.
ეკობომიკა
რედაქტირებაეკონომიკა უმთავრესად აგრარული ხასიათისაა, მრეწველობა უფრო განვითარებულია წყნარი ოკეანის სანაპიროს მიმდებარე ნაწილში. მოჰყავთ ბრინჯი, ქერი, სოია, კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები. განვითარებულია მეცხოველეობა, უმთავრესად მეღორეობა. მთავარი ნავსადგურია ივაკი.
სიმბოლიკა
რედაქტირებაპრეფექტურის ემბლემა და დროშა შემოიღეს 1968 წლის 23 ოქტომბერს. ემბლემა წარმოადგენს ჰირაგანა „ფუ“-ს სტილიზებულ სიმბოლოს, ესე იგი პრეფექტურის სახელწოდების პირველ მარცვალს. დროშა წარმოადგენს ქარვის ფონზე არსებულ თეთრ ემბლემას. პრეფექტურის ყვავილად 1955 წელს აირჩიეს Rhododendron brachycarpum, ხედ — Zelkova serrata (1966 წლის 28 სექტემბერი), ხოლო ფრინველად Ficedula narcissina (1965).