ტოჰოკუ (იაპონ. 東北地方) — რეგიონი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ცენტრია მიაგის პრეფექტურა. რეგიონის შემადგენლობაშია 6 პრეფექტურა: აკიტა, აომორი, ფუკუსიმა, ივატე, მიიაგი და იამაგატა.[1] ჩრდილოეთით ცუგარუს სრუტით გამოყოფილია ჰოკაიდოსაგან, დასავლეთით შემოსაზღვრულია იაპონიის ზღვით, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანით, სამხრეთით კანტოს რეგიონით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ტიუბუს რეგიონით. ტყეებით დაფარული ტერიტორია მთიანია ან ბორცვიანი, დამახასიათებელია ნოტიო, კონტინენტური კლიმატი. ფართობი 66 889,55 კმ², 2015 წლის მდგომარეობით ტოჰოკუს რეგიონში ცხოვრობდა 9 020 531 ადამიანი.

რეგიონი
ტოჰოკუ
東北地方
Tohoku Region in Japan.svg
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
შიდა დაყოფა აომორის პრეფექტურა, აკიტის პრეფექტურა, ივატეს პრეფექტურა, იამაგატის პრეფექტურა, მიაგის პრეფექტურა და ფუკუსიმის პრეფექტურა
კოორდინატები 38°54′00″ ჩ. გ. 140°41′00″ ა. გ. / 38.90000° ჩ. გ. 140.68333° ა. გ. / 38.90000; 140.68333
ფართობი 66 889,55 კმ²
მოსახლეობა 9 020 531 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 130 კაცი/კმ²
ტოჰოკუ — იაპონია
ტოჰოკუ

სქოლიორედაქტირება

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). Tōhoku in Japan Encyclopedia, p. 970 Google წიგნებში