აომორის პრეფექტურა
აომორის პრეფექტურა (იაპონ. 青森県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო ნაწილში, ტოჰოკუს რეგიონში. აომორის პრეფექტურის ცენტრია ქალაქი აომორი.
აომორის პრეფექტურა 青森県 | |
---|---|
აომორის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტოჰოკუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 40°44′ ჩ. გ. 140°53′ ა. გ. / 40.733° ჩ. გ. 140.883° ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | აომორი |
ISO 3166-2:JP | JP-02 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 9644,55 კმ² (8) |
% წყალი | 1,2 % |
მოსახლეობა | (2014) |
სულ | 1 353 283 ად. (28) |
სიმჭიდროვე | 140,32 ად./კმ² |
რაიონი | 8 |
მუნიციპალიტეტი | 40 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Thujopsis dolabrata |
ყვავილი | ვაშლის ყვავილი |
ფრინველები | Cygnus bewickii |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | მიმურა სინგო |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
პრეფექტურის ფართობი შეადგენს 9644,55 კმ²-ს.[1] 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აომორის პრეფექტურაში ცხოვრობდა 1 353 283 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე — 140,32 ად./კმ²-ზე.
გეოგრაფია
რედაქტირებააომორის პრეფექტურა განლაგებულია კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო განაპირა მხარეს, ტოჰოკუს რეგიონში. სამხრეთით ესაზღვრება აკიტისა და ივატეს პრეფექტურები, ხოლო ჩრდილოეთით — კუნძულისგან და ჰოკაიდოს პრეფექტურისგან ცუგარუს სრუტითაა გამოყოფილი. დასავლეთით აომორის პრეფექტურას იაპონიის ზღვა ეკვრის, ხოლო აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე.
აომორის პრეფექტურის ფართობია 9644,55 კმ², რითად შეადგენს იაპონიის მთელი ფართობის 2,5 %-ს და იაპონიის პრეფექტურებს შორის ფართობით მე-8 ადგილს იკავებს.
აომორის პრეფექტურაში მთიანი რელიეფი ჭარბობს. ცენტრალურ ნაწილშია ოუს ქედი, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ხოლო დასავლეთ ნაწილში აკიტის პრეფექტურის საზღვართან, გაწოლილია სირაკამის მთები, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა გამოცხადებული. პრეფექტურის ტერიტორიის 66%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული. აომორის პრეფექტურის უმაღლესი წერტილია მთა ივაკე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 625 მეტრია. პრეფექტურის უდიდესი დაბლობია ცუგარუს ვაკე. მის გარდა, გამოიყოფა აგრეთვე აომორის ვაკე, მუცუსა და ოგავარის დაბლობები.
პრეფექტურის აღმოსავლეთით განლაგებულია წაგრძელებული ცულისებრი ნახევარკუნძული სიმოკიტა, დასავლეთით ცუგარუს ნახევარკუნძული, ხოლო ცენტრალურში მცირე ნახევარკუნძული ნაცუდომარი. პირველი ორი ნახევარკუნძულის მოხაზულობა მუცუს ყურეს ქმნის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით ტაირადატეს სრუტით უერთდება ცუგარუს სრუტეს.
სამხრეთ საზღვართან, აკიტის პრეფექტურასთან, მდებარეობს ტბა ტოვადა, — ვულკანურ კრატერში არსებული უნიკალური წყალსატევი, სიმოკიტის ნახევარკუნძულის კიდესთან ოგავარის ტბა. აომორის პრეფექტურაში განლაგებულია რიგი ნაკრძალი და პარკი. ოუს მთები პრეფექტურას ორ: აღმოსავლურ და დასავლურ სუბკლიმატურ ზონად ყოფს. უკანასკნელი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ზამთარში.
ზოგადი ცნობები
რედაქტირებაეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, კერძოდ, ვაშლის მოყვანა. პრეფექტურის ტერიტორიაზე განლაგებულია ვულკანური ტბა ტოვადა, ჰაკოდის ქედი და აგრეთვე სირაკამის მთები, — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი. კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია არქეოლოგიური ძეგლი — სანაი-მარუიამის სადგომი, — ნეოლოთის ეპოქის იაპონიის უმსხვილესი დასახლება და შუასაუკუნეების ჰიროსაკის ციხე-დარბაზი. აომორის პრეფექტურაში იმართება იაპონური დღესასწაული ნებუტა.
აომორის პრეფექტურა პირობითად იყოფა 3 ძირითად ურბანულ ზონად: პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი აომორი, საწარმოო-სამეურნეო რაიონი ჰატინოჰე და კულტურულ-ისტორიული რაიონი ჰიროსაკი.[2]
პრეფექტურის ემბლემა და დროშა აირჩიეს 1961 წლის 1 იანვარს. ემბლემის თეთრი ფერი გამოხატავს სამყაროს უსასრულობის სიმბოლოს, ხოლო დატვირთული მწვანე ფერი — განვითარებისა და აყვავების იმედს.
1971 წლის 23 სექტემბერს პრეფექტურის ყვავილად აღიარეს ვაშლის ყვავილი. ფრინველად გედია არჩეული (1964), ხედ — კვიპაროზი (1966), ხლო თევზად — Paralichthys olivaceus (1987).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Geospatial Information Authority of Japan ცვლილებების გათვალისწინებით
- ↑ Ёкояма Хироси. Префектура Аомори // Энциклопедия Ниппоника: в 26 тт. 2-е издание. — Токио: Сёгакукан, 1994—1997