იაპონური თუიოფსისი

(გადამისამართდა გვერდიდან Thujopsis dolabrata)

იაპონური თუიოფსისი[1] (ლათ. Thujopsis dolabrata) — მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მისი სამშობლოა ცენტრალური იაპონია, სადაც იგი გავრცელებულია მთის ტყეებში ტენიან ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 400-დან 1000 -მდე.[2] სიმაღლეში აღწევს 35 მეტრს.[3] იზრდება ნელა, იტანს დაჩრდილვას, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს. კარგად ხარობს ტენიან, თიხიან ნიადაგებზე. ყინვაგამძლეობით ხასიათდება. მრავლდება თესლით, კალმითა და მყნობით. იძლევა ძვირფას მერქანს.[2]

იაპონური თუიოფსისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  თუიოფსისი
სახეობა:  იაპონური თუიოფსისი
ლათინური სახელი
Thujopsis dolabrata (Thunb. ex L. f.) Siebold & Zucc.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42265
  1. მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი[მკვდარი ბმული], თბ., 1961.
  2. 2.0 2.1 Туевик струговидный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2022-03-07.
  3. Туевик поникающий, или японский