ფსტა (ლათ. Pistacia) — მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. გვარში 20 სახეობაა. ბუჩქები და ხეებია. ველურად იზრდება საკმლის ხე ანუ კევის ხე (ლათ. Pistacia mutica), რომელიც საქართველოშიც გვხვდება და ფსტა (ლათ. Pistacia vera).

ფსტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  ფსტა
ლათინური სახელი
Pistacia

ფსტა დიდი ხნის წინათ შემოუტანიათ ჩვენში შუა აზიიდან. ამჟამად გვხვდება უმთავრესად თბილისის ძველ უბნებში. მრავლდება თესლით მყნობით, საძირედ იყენებენ საკმლის ხის ნერგებს. გვალგამძლეა, ძვირფასი ნაყოფი აქვს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფსტა&oldid=4481518“-დან