ფსილოტოფიტები (ლათ. Psilotophyta) — უძველეს ჭურჭლოვან მცენარეთა განყოფილება: შეიცავს ერთ რიგს (ლათ. Psilotales) და (ლათ. Psilotaceae), რომელიც შედგება 2 გვარისაგან: ლათ. Psilotum და ლათ. Tmesipteris.

ფსილოტოფიტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ფსილოტოფიტები
ლათინური სახელი
Psilotophyta

პირველი აერთიანებს 2 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში; მეორე — 10-მდე სახეობას და გავრცელებულია ძირითადად ავსტრალიაში, ტასმანიაში, ახალ ზელანდიასა და პოლინეზიის კუნძულებზე. თანამედროვე მცენარეულ საფარში ძალიან მცირე ადგილი უჭირავთ. გამოირჩევიან პრიმიტიული აგებულებით, რაც მათ უძველეს წარმოშობაზე მიუთითებს. ცხოვრობენ ეპიფიტურად ხისმაგვარ გვიმრებზე, საგოვნებსა და პალმებზე, ან ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე და კლდის ნაპრალებში.

ლიტერატურა

რედაქტირება