ფრინტა (ლათ. Anemone) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. სხვადასხვა ფერის მარტოული ან ნახევრად ქოლგისებურ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები აქვთ. ნაყოფი თესლურაა.

ფრინტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ბაიასებრნი
ლათინური სახელი
Anemone

ცნობილია 150-მდე სახეობა, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში 5 სახეობაა. ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ლათ. Anemone fasciculata. იგი დომინანტობს სუბალპურ და ალპურ ფართოფოთლიან ნაირბალახოვან მდელოებზე.

ფრინტის სახეობათა უმეტესობა, განსაკუთრებით ლათ. Anemone nemorosa (შეიცავს ანემონოლს). ლათ. Anemone ranunculoides და სხვა შხამიანია. მრავალი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება