თესლურა (ლათ. achenium) — ფარულთესლოვანი მცენარეების ერთთესლიანი უხსნელი ნაყოფი. აქვს მშრალი ტყავისებრი ნაყოფსაფარი. ხშირად უვითარდება ფრთისებრი გამონაზარდები, ქოჩორი, კაუჭი და სხვა, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას ქარის, ცხოველების და სხვა მეშვეობით. ახასიათებს რთულყვავილოვანთა, გოქშოსებრთა, ზოგიერთ ბაიასებრთა, ჭინჭრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს.

ლიტერატურა რედაქტირება