ნაყოფსაფარი
ნაყოფსაფარი, პერიკარპიუმი — მცენარის ნაყოფის კედელი, რომელიც ფარავს თესლს. წარმოქმნილია ნასკვის კედლებიდან; ზოგჯერ მის წარმოქმნაში მონაწილეობს ყვავილის სხვა ნაწილებიც (ყვავილსაფარი და სხვა). ნაყოფსაფარი შედგება 3 შრისაგან: გარეთა თხელი შრის — ეგზოლარპიუმისაგან, შიგნითა აპკისებრი, გახევებული ან ტყავისებრი ენდოკარპიუმისა და მათ შორის მდებარე მეზოკარპიუმისაგან. ნაყოფსაფარის კონსისტენციას მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფების კლასიფიკაციისა (მშრალი და წვნიანი ნაყოფები) და მათი ცალკეული ტიპის (კაკალი, კენკრა, კურკიანა და სხვა) დახასიათების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 337.