გოქშოსებრნი
გოქშოსებრნი (ლათ. Dipsacaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული უთანაფოთლო ფოთლები, თავაკისებრ ყვავილედებად შეკრებილი, საბურვლით გარშემოხვეული წვრილი ყვავილები, თესლურა ნაყოფი.
გოქშოსებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Dipsacus fullonum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Dipsacaceae | ||||||||||||||
|
ოჯახში 8-10 გვარი და 250-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, იშვიათად აღმოსავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში. კავკასიაში — 7 გვარი და 70 სახეობაა, საქართველოში — 7 გვარი და 38 სახეობა. მნიშვნელოვანი გვარებია, ფოლიო, გოქშო და სხვა. ზოგიერთ სახეობას იყენებენ დეკორატიული მიზნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 238.