გოქშო
გოქშო (ლათ. Dipsacus) — მცენარეთა გვარი გოქშოსებრთა ოჯახისა. ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი მაღალი ბალახებია. აქვთ ქაცვებით დაფარულია ღერო, ერთმანეთის მოპირისპირედ განლაგებული ღეროსეული ფოთლები. თავაკისებრ ყვავილედად შეკრებილი პატარა ყვავილები.
გოქშო | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Dipsacus | ||||||||||||
|
გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში იზრდება 3 სახეობა. საფეიქრო გოქშოს (ლათ. Dipsacus sativus) თავაკისებრ ყვავილედს, რომელიც ცნობილია საფეიქრო გირჩის სახელით, იყენებენ შალის ქსოვილების ასაჩეჩად; კულტივირებულია ძველთაგანვე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 126.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 238.