ფრინველმენჯა დინოზავრები

ფრინველმენჯა დინოზავრები (ლათ. Ornithischia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი დინოზავრების ზერიგისა. ჰქონდათ ოთხსხივიანი მენჯი, ბოქვენის ძვალზე უკანა მორჩი, რითაც ფრინველებს ემსგავსებოდნენ. ყბების წინა, უკბილო ნაწილს ზოგჯერ ნისკარტის მოყვანილობა ჰქონდა და დაფარული იყო რქოვანი შალითით. კბილები გვერდებიდან შებრტყელებული იყო ხშირად ფოთლისებრი ფორმის გვირგვინით. უფრო გვიანდელი ხანის ფრინველმენჯა დინოზავრებს თითების ბოლო ფალანგები ჩლიქისებური აგებულების ჰქონდათ. იკვებებოდნენ მცენარეებით. სხეულზე ჰქონდათ ფარები, ეკლები, რქები. ცხოვრობდნენ იურულსა და ცარცულ პერიოდებში. ცნობილია 6 (4) ქვერიგი, მ.შ. სტეგოზავრები, ანკილოზავრები, რქოსანი დინოზავრები.

ფრინველმენჯა დინზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  sauropsida
ქვეკლასი:  Diapsida
ინფრაკლასი:  Archosauromorpha
(რანგის გარეშე):  არქოზავრები
ზერიგი: დინოზავრები
რიგი:  ფრინველმენჯა დინოზავრები
ლათინური სახელი
Ornithischia
ქვერიგები

ლიტერატურა

რედაქტირება