სტეგოზავრები (ლათ. Stegosauria) — ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი. ბინადრობდნენ იურულ პერიოდში და ცარცული პერიოდის დასაწყისში. ადრინდელი სტეგოზავრები — სცელიდოზავრები, როგორც ჩანს, უმთავრესად უკანა ფეხებზე დადიოდნენ, უფრო გვიანდელი სტეგოზავრები კი მეორეულად დაუბრუნდნენ 4 ფეხზე სიარულს. სტეგოზავრების სიგრძე 6 მ აღწევდა. იკვებებოდნენ მცენარეებით. ზურგი და კუდი ზემოდან დაფარული ჰქონდათ ძვლოვანი ეკლებით. სტეგოზავრების ნამარხები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში.