ანკილოზავრები
ანკილოზავრები (ლათ. Ankylosauria, ბერძ. ankylos — მრუდე, ბერძ. sauros — ხვლიკი) — ცარცული პერიოდის ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი. ჰქონდათ დიდი ზომის (8-9 მ-მდე სიგრძის) გაბრტყელებული ტანი, ძვლის ფირფიტებისაგან შემდგარი, ჯავშნით დაფარული ქალა და ზურგი და კუდის ბოლოზე თავდასაცავი წვეტიანი გამონაზარდები. იკვებებოდნენ მცენარეებით. ანკილოზავრების ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე (ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა), მეტწილად ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ზედა ცარცულ ნალექებში, აგრეთვე ცენტრალურ ყაზახეთში.
ანკილოზავრები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Euoplocephalus tutus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Ankylosauria (Osborn, 1923) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 468.