ფრედერიკ დანიელი (დან. Frederik af Danmark; დ. 11 ოქტომბერი, 1753 — გ. 7 დეკემბერი, 1805) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ერთადერთი შვილი. თავისი ნახევარ-ძმის, მეფე კრისტიან VII-ის რეგენტი 1772-84 წლებში. იგი იყო მამა, დანიის მეფე კრისტიან VIII-ისა.

ფრედერიკ დანიელი
წოდებები
დანიის პრინცი
დაიბადა 11 ოქტომბერი, 1753
გარდაიცვალა 7 დეკემბერი, 1805, (52 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
შვილ(ებ)ი კრისტიან VIII, დანიის მეფე
იულიანა სოფია
ლუიზა შარლოტა, ჰესენ-კასელის პრინცესა
ფრედერიკი
მამა ფრედერიკ V, დანიის მეფე
დედა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკი დაიბადა 1753 წლის 11 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ერთადერთი შვილი. მას მამის პირველი ქორწინებიდან ოთხი უფროსი ნახევარ-და-ძმა ჰყავდა. 1766 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარ-ძმა, კრისტიან VII ავიდა. კრისტიანი ფსიქიკურად დაავადებული იყო, რის გამოც ქვეყანას მისი ექიმი, იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე მართავდა, რომელმაც მალე რომანი მის ცოლთან, დედოფალ კაროლინა მატილდა ბრიტანელთანაც გააბა. 1772 წელს, ფრედერიკმა და დედამისმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყეს, რა დროსაც დედოფალი კაროლინა გააძევეს, სტრუენზე სიკვდილით დასაჯეს და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველები თავად გახდნენ, როგორც რეგენტები. მათი მმართველობა 1784 წლამდე გაგრძელდა, სანამ კრისტიან VII-ის ვაჟმა, კრონპრინცმა ფრედერიკმა სახელმწიფო გადატრიალება არ მოაწყო და თავად არ აიღო ხელისუფლება ხელში. ამით ფრედერიკის პოლიტიკური კარიერა დასრულდა და გარდაცვალებამდე ჩრდილში ცხოვრობდა, კრისტიანსბორგის სასახლეში. 1794 წელს რევოლუციონერებმა კრისტიანსბორგის სასახლე გადაწვეს, რის გამოც სამეფო ოჯახი ამალიენბორგის სასახლეში გადასახლდა. ფრედერიკი სწორედ აქ, 1805 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა 52 წლის ასაკში.

  1. მკვდარშობილი გოგონა (1781);
  2. მკვდარშობილი გოგონა (1783);
  3. იულიანა მარია (1784), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. კრისტიან VIII (1786-1848), დანიის მეფე 1849-48 წლებში, იქორწინა ორჯერ: 1. შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრედერიკ VII, ხოლო 2. შარლოტა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია;
  5. იულიანა სოფია (1788-1850), ცოლად გაჰყვა ჰესენ-ფილიპშტადტის ლანდგრაფ ვილჰელმს;
  6. ლუიზა შარლოტა (1789-1864), ცოლად გაჰყვა ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა დანიის მომავალი დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი;
  7. ფერდინანდი (1792-1863), ცოლად შეირთო კაროლინა დანიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Friedrich von Dänemark. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 5: Faaborg–Gersdorff. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1891, S. 325 (dänisch, runeberg.org).