ფრედერიკ X (სრული სახელი — ფრედერიკ ანდრე ჰენრიკ კრისტიან გლუქსბურგი, დან. Frederik André Henrik Christian Glücksborg; დ. 26 მაისი, 1968) — დანიის მეფე 2024 წლის 14 იანვრიდან. გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ისა და ანრი დე ლამბორ დე მონპეზატის უფროსი ვაჟი. ტახტზე ავიდა დედამისის ტახტიდან გადადგომის შემდეგ.[1]

ფრედერიკ X
Hans Majestæt Kong Frederik 10. af Danmark
დანიისს მეფე
მმართ. დასაწყისი: 14 იანვარი, 2024
წინამორბედი: მარგრეტე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მაისი, 1968
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
მეუღლე: მერი დონალდსონი (2004–)
შვილები: კრისტიანი
იზაბელა
ვინსენტი
ჯოზეფინა
სრული სახელი: ფრედერიკ ანდრე ჰენრიკ კრისტიანი
დინასტია: გლიუქსბურგები
მამა: ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი
დედა: მარგრეტე II
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
დედოფალი მარგრეტე ჩვილ ფრედერიკთან ერთად, 1968 წელი.

ფრედერიკი დაიბადა 1968 წლის 26 მაისს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის კრონპრინცესა მარგრეტესა და მისი ფრანგი მეუღლის, მონპეზატის გრაფ ანრი დე ლამბორის პირველი ვაჟი. მისი გაჩენიდან ოთხ წელიწადში ბაბუამისი, მეფე ფრედერიკ IX (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) გარდაიცვალა და ტახტზე დედამისი, დედოფალი მარგრეტე II ავიდა, რითაც იგი კრონპრინცი გახდა.

ფრედერიკმა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო და იქვე მიიღო მაგისტრის ხარისხი. იგი დიპლომატად მუშაობდა და იყო დანიის წარმომადგენელი ნიუ-იორკის გაეროს კონფერენციასა და პარიზში, როგორც დანიის ელჩი.

მისი სამხედრო კარიერა 1986 წელს დაიწყო, რა დროსაც იგი დანიის სამეფო გვარდიაში ჩაირიცხა. 1988 წელს ლეიტენანტად დაინიშნა და გარბეჰუსარეჯიმენტში ათეულის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1989 წელს დაინიშნა რეზერვის ლეიტენანტად. 1995 წელს გაიარა საბრძოლო ტრენინგი დანიის საზღვაო ძალების ელიტურ ნაწილში. 1997 წელს ფრედერიკი დანიის საზღვაო ძალების სარეზერვო ოლქის ლეიტენანტ-კაპიტანი გახდა. იმავე წელს გახდა სახმელეთო და საჰაერო ძალების ლეიტენანტი. იგი ერთდროულად მსახურობდა სამივე განყოფილებაში. 2003 წლიდან, კრონპრინცი დანიის სამხედრო აკადემიის სტრატეგიის ინსტიტუტის ლექტორი გახდა. 2004 წლიდან იგი საზღვაო ძალების პოლკოვნიკად დაწინაურდა. 2010 წელს, ასევე პოლკოვნიკი გახდა სახმელეთო და საჰაერო ძალებშიც. 2015 წლიდან იგი საზღვაო ძალების ადმირალად და საჰაერო ძალების გენერალ-მაიორად მსახურობს.

მართალია ფრედერიკის მშობლიური ენა დანიურია, თუმცა მის გარდა კარგად ფლობს ინგლისურს, ფრანგულსა და გერმანულს.

დანიის სამეფოს ტახტზე ავიდა 2024 წლის 14 იანვარს, მას შემდეგ, რაც დედამისი დედოფალი მარგრეტე II გადადგა. დედოფალმა მარგრეტემ გადადგომის შესახებ განცხადება 2023 წლის 31 დეკემბერს გააკეთა და დააანონსა, რომ მისი მმართველობის 52-ე წლისთავზე ის ტოვებდა დანიის მონარქის თანამდებობას.[2]

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

2003 წლის 8 ოქტომბერს, დედოფალმა მარგრეტემ თავის ვაჟს არასამეფო წარმომავლობის მქონე ქალზე დაქორწინების უფლება დართო, რის შემდეგაც ფრედერიკი ავსტრალიელ მარკეტინგის კონსულტანტ მერი ელიზაბეთ დონალდსონზე დაინიშნა, რომელიც 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე გაიცნო. 2004 წლის 14 მაისს, კოპენჰაგენის კათედრალში შედგა მათი ქორწინება, რომელსაც მთელი ევროპის სამეფო ოჯახთა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფრედერიკსა და მერის სულ ოთხი შვილი შეეძინათ:

  1. კრისტიანი (დ. 15 ოქტომბერი, 2005);
  2. იზაბელა (დ. 21 აპრილი, 2007);
  3. ვინსენტი (დ. 8 იანვარი, 2011), ჯოზეფინას ტყუპისცალი;
  4. ჯოზეფინა (დ. 8 იანვარი, 2011), ვინსენტის ტყუპისცალი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hello!. "Biography: Prince Frederik". hellomagazine.com. Retrieved 26 June 2017.
  • "Au Gustus Aarhus Universitet" (PDF) (in Danish). 3 September 2008. Retrieved 4 January 2011.
  • "Crown Prince Frederik". Royal Danish Ministry of Foreign Affairs. Archived from the original on 5 June 2011. Retrieved 4 January 2011.
  • "The Crown Prince Couple of Denmark visits ESO's Paranal Observatory". ESO. Retrieved 2 April 2013.
  • Ekstra Bladet (4 December 2009). "The Crown Prince Focusing on Climate Change". ekstrabladet.dk. JP/Politikens Hus A/S. Retrieved 26 June 2017.
  • Harvey, Fiona (27 March 2010). "Europe's royals as climate activists". Financial Times Magazine. Retrieved 14 September 2011.
  • "Renovating a palace in Copenhagen". CNN.
  • msndk.starlounge.com Archived 16 December 2009 at the Wayback Machine. msndk.starlounge.com. Retrieved on 14 September 2011.
  • thegloss.com. thegloss.com. Retrieved on 14 September 2011.
  • Møller, Michael Frank (5 January 2010). "Kronprinsen: Royal charmeoffensiv". www.seoghoer.dk. Retrieved on 14 September 2011.
  1. Said-Moorhouse, Lauren (14 იანვარი, 2024). „Denmark’s King Frederik X takes the throne after abdication of Queen“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Stapleton, AnneClaire (31 დეკემბერი, 2023). „Danish Queen Margrethe announces surprise abdication after 52 years on the throne“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)