ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი

ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი (ფრანგ. Henri de Lamborde de Monpezat, დან. Henrik de Lamborde de Monpezat; დ. 11 ივნისი, 1934 — გ. 13 თებერვალი, 2018) — დანიის ისტორიაში პირველი კაცი კონსორტი (1972–2018 წწ.) როგორც დედოფალ მარგრეტე II-ის მეუღლე. დანიის მეფე ფრედერიკ X-ის მამა.

ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი

პრინცი ანრი 2010 წელს, შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორიას ქორწილში
დანიის პრინც-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 14 იანვარი, 1972
მმართ. დასასრული: 13 თებერვალი, 2018
წინამორბედი: ინგრიდ შვედი
მემკვიდრე: მერი დონალდსონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ივნისი, 1934
დაბ. ადგილი: ჟირონდა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 13 თებერვალი, 2018, (83 წლის)
გარდ. ადგილი: ფრედენსბორგი, დანია
მეუღლე: მარგრეტე II, დანიის დედოფალი
(ქ. 1967)
შვილები: ფრედერიკ X
ჯოაკიმი
დინასტია: მონპეზატები
მამა: ანდრე დე ლამბორ დე მონპეზატი
დედა: რენე-ივონ დურზენოტი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანრი დაიბადა 1934 წლის 11 ივნისს ჟირონდაში, საფრანგეთში. იგი იყო დიდი ფრანგი არისტოკრატის, ანდრე დე ლამბორ დე მონპეზატისა და მისი მეუღლის, რენე-ივონ დურზენოტის ვაჟი. მან ბავშვობა საფრანგეთის კოლონიაში მყოფ ვიეტნამში გაატარა, სადაც მამამისს საქმიანი ინტერესები ჰქონდა.

1967 წლის 10 ივნისს, მან ცოლად შეირთო დანიის კრონპრინცესა მარგრეტე გლუქსბურგი, დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის პირველი ქალიშვილი. ქორწინება კოპენჰაგენში, ჰოლმენის კათედრალში შედგა. სანამ დანიის ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინდებოდა, ანრის ლუთერანიზმზე მოუწია გადანათვლა. მიუხედავად ამისა, მასა და მარგრეტეს ხანგრძლივი და ძალიან ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც ორი ვაჟი შეეძინათ: ფრედერიკი და ჯოაკიმი.

1972 წელს მარგრეტე II დანიის დედოფალი გახდა, თუმცა ანრის მხოლოდ პრინც-კონსორტის წოდება მიენიჭა. ის და მისი ცოლი პოლიტიკურად აქტიურები არასოდეს ყოფილან, რაც კონსტიტუციური მონარქიის ბრალიცაა. გარდა მისი დანიური მიწებისა და ყოველთვიური პენსიისა, მას დიდი შემოსავალი ჰქონდა თავისი ფრანგული მიწებიდანაც, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ერგო მემკვიდრეობით.

2016 წლის 1 იანვარს, დედოფლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ანრი პენსიაზე გავიდა. 2017 წლის 6 სექტემბერს, ანრი დანიის სამეფო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ექიმებმა განაცხადეს, რომ იგი დემენაციას განიცდიდა (ტვინის შევიწროვება).

ამ დაავადებამ მალე, 2018 წლის 13 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:18 საათზე ანრი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრედენსბორგის სასახლეში. იგი დაკრძალეს კრისტიანსბორგის სასახლის სამლოცველოში, რაც დანიური ტრადიციის დარღვევა იყო, რომლის მიხედვითაც დანიის ყველა მეფე-დედოფალი როსკილეს კათედრალში უნდა დაკრძალულიყო.

2018 წლის 20 თებერვალს მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა და მისი ფერფლი თანაბრად გადანაწილდა დანიის ზღვის სანაპიროსა და ფრედენსბორგის სასახლის ბაღში, როგორც ეს თავად დაიბარა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Destin oblige og dansk udgave Skæbne forpligter (selvbiografi 1996) ISBN 87-11-15037-8
  • Ikke altid gåselever : Prins Henriks bedste opskrifter (sammen med Jakob Johannsen og Ole Raffel 1999) ISBN 87-987542-0-3
  • Cantabile (digtsamling), gendigtet på dansk af Per Aage Brandt 2000 ISBN 87-7851-120-8
  • Les escargots de Marie Lanceline (fortællinger 2003) ISBN 87-7851-177-1
  • Château de Caïx : Stedet, vinen og maden (2004) ISBN 87-02-02512-4
  • Philippe Viguié Desplaces: Intimité royale og dansk udgave Fotos fra Prins Henriks private album (2004) ISBN 87-567-7291-2