ფრანცისკ ვარსლავანი
ფრანცისკ ვარსლავანი (ლატვ. Francisks Varslavāns დ. 10 ოქტომბერი, 1899, რეზეკნე — გ. 28 ნოემბერი, 1949, რიგა)[1] — ლატვიელი და საბჭოთა მხატვარი, რეზეკნეს მხატვართა ჯგუფის დამფუძნებელი, პირველი პროფესიონალური ლატგალელი მხატვარი, ლატვიის სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943).
ფრანცისკ ვარსლავანი | |
---|---|
ფრანცისკ ვარსლავანი | |
დაიბადა | 10 ოქტომბერი, 1899 |
დაბადების ადგილი | რეზეკნე |
გარდაიცვალა | 28 ნოემბერი, 1949 |
გარდაცვალების ადგილი | რიგა |
ჟანრი | პორტრეტი, პეიზაჟი და ნიუ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანცისკ ვარსლავანი დაიბადა 1899 წლის 10 ოქტომბერს რეზეკნეში, ხელოსნის ოჯახში. წარმოშობით ლატგალიადან იყო და თავს ლატგალელ მხატვარს უწოდებდა.[2] 1911 წელს ის ოჯახთან ერთად გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მიიღო სამხატვრო განათლება, 1915 წლიდან 1917 წლამდე სწავლობდა ხელოვნების პოპულარიზაციის იმპერიული საზოგადოების სკოლაში რუსი პეიზაჟისტის არკადი რილოვის ხელმძღვანელობით (დირექტორი ნიკოლოზ რერიხი). მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, მოგვიანებით ჩავიდა ვლადივოსტოკში, სადაც მუშაობდა მხატვართა კლუბ „ბალაგანჩიკში". მუშაობდა ბორტზე პოლინეზიის კუნძულებსა და ჩინეთში. იგი დაბრუნდა ლატვიაში 1920 წელს და განაახლა ცხოვრება რეზეკნეში, სადაც მუშაობდა ხატვის მასწავლებლად სახელმწიფო მასწავლებელთა ინსტიტუტში და რეზეკნეს ლატვიურ გიმნაზიაში, ასევე დეკორატორად ლატვიის ლატგალიურ თეატრში (1921-1925). კულტურის ფონდის სტიპენდიის წყალობით, იგი ეწვია ვენას, პრაღას, რომს, ფლორენციას, ბერლინს (1923) და პარიზს (1925), სადაც 1927 წელს მუშაობდა იტალიურ პანტომიმის თეატრში. მოგვიანებით, 1929 წელს, ის იყო ორთქლის გემის გუნდის წევრი, რომელიც წავიდა ბრაზილიაში, რეცხავდა ჭურჭელს, აცხობდა პურს და იყო საცეკვაო პარტნიორი.
1940 წელს, ლატვიის სსრკ-თან შეერთების შემდეგ ვარსლავანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რეზეკნეს რეგიონალური მუზეუმის ჩამოყალიბებაში და დაინიშნა მის პირველ დირექტორად. 1940-1941 წლებში იყო რიგის სახვითი ხელოვნების განყოფილების ინსპექტორი. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი 1941 წელს ევაკუირებული იყო ტაშკენტში, იყო ჰივას თეატრის დეკორატორი და მუშაობდა ლატვიის სსრ სახელმწიფო სამხატვრო ანსამბლში (1942-1944). 1944 წელს დაბრუნდა ლატვიაში და დასახლდა რიგაში, სადაც იყო ლატვიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და სსრკ ხელოვნების ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენელი ლატვიაში (1944-1946). 1944 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი. მიენიჭა ლატვიის სსრ დამსახურებული მხატვრის წოდება (1943), ასევე მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირობისთვის“ (1946 წ.). გარდაიცვალა 1949 წლის 28 ნოემბერს რიგაში, დაკრძალეს რაინისის სასაფლაოზე.[3]
შემოქმედება
რედაქტირება1935 წელს მან დააარსა „რეზეკნეს მხატვართა ჯგუფი“ და იყო მისი ორგანიზატორი და მენეჯერი 1940 წლამდე. მხატვრის შემოქმედებაში შეიმჩნევა ფრანგული მოდერნიზმის გავლენა, 1920-30-იანი წლები მხატვრის ყველაზე ღირებულ დროდ ითვლება. ხატავდა პორტრეტებს, პეიზაჟებს ზეთის, აკვარელისა და პასტელის ტექნიკით. ასევე რელიგიური შინაარსის კომპოზიციებს. ხელოვნების ნიმუშებში იგრძნობა მტკივნეული განწყობა, ტონების მგრძნობიარე კომბინაცია და უსასრულობის განცდა. საწყისი პერიოდის ნამუშევრებში ფერი გაჯერებულია, მოგვიანებით ნამუშევრებში კი უფრო რბილი, ტონალურად ნათელი და ნატიფი განწყობები ჩნდება. საბჭოთა ეპოქაში მხატვარი დეტალებისა და ილუზიების მოთხოვნებს მისდევდა. რეზეკნეში შენახული ზოგირთი ხელოვნების ნიმუში მეორე მსოფლიო ომის დროს გაქრა.[3]
გამოფენები
რედაქტირებაგამოფენაში პირველად 1918 წელს მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდა დამოუკიდებელი მხატვრების ერთეულის (1924-1926) და ლატვიის ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანების „მწვანე ყვავის" (1927-1931) გამოფენებში, ასევე ლენინგრადსა და მოსკოვში (1934), პრაღაში, ბუდაპეშტში, ვენაში (1937 წ.), ლონდონში და პარიზში (1939).
პერსონალური გამოფენები
რედაქტირებაპერსონალური გამოფენები გაიმართა რიგაში (1924, 1926, 1930, 1934, 1935, 1949), რეზეკნეში (1924). მემორიალური გამოფენები გაიმართა რიგაში (1975, 2000), ასევე საოჯახო გამოფენები რეზეკნეში (1985), (2018).
ოჯახი
რედაქტირება- ძმა — ანტონ ვარსლავანი (1904-1990) — ლატვიელი და საბჭოთა მსახიობი და რეჟისორი, ლეტგალიის სახელმწიფო დრამატული თეატრის პირველი დირექტორი, რეზეკნეს საპატიო მოქალაქე.
- ქალიშვილი — ვეჩელა ვარსლავანე (1930-2015) — ლატვიელი და საბჭოთა მხატვარ-დიზაინერი; რიგის კინოსტუდიის, ლატვიის ნაციონალური თეატრის, თეატრ „დაილესის“ კოსტიუმების მხატვარი, მხატვარ გუნარ კირკეს მეუღლე.
- შვილიშვილი — ფრანჩესკა კირკე — მხატვარი.
ხსოვნა
რედაქტირება- რეზეკნეში არის ფრანცისკ ვარსლავანის ქუჩა და მემორიალური დაფა, რომელიც დაიდგა 1963 წლის 3 ნოემბერს იმ სახლის მახლობლად, სადაც მხატვარი ცხოვრობდა (Bukmuižas Street №78).[4]
- 1985 წლის ივლისში, ქალაქ რეზეკნეს 700 წლისთავის აღსანიშნავად, ვარსლავანის დაარსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა იმ მატვართა დინასტიისა, რომელსაც მან დაუდო საფუძველი. გამოფენაში მონაწილეობდა მისი ქალიშვილი ვეჩელა, სიძე გუნარ კირკე და შვილიშვილი ფრანჩესკა კირკე.[5]
- 2014 წლის 3-10 ოქტომბერს რეზეკნეს ბიბლიოთეკაში გაიმართა ვარსლავანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა: „ის რეზეკნეში ასეთი ერთადერთი იყო“ (ლატვ. Viņš Rēzeknē tāds bija viens)[6]
წიგნები ფრანსისკ ვარსლავანის შესახებ
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Red. Vilsons, A. Māksla un arhitektūra biogrāfijās. 4.. Rīga: Preses nams, 2003. 303 lpp.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ИЧНЫЕ АРХИВНЫЕ ФОНДЫ В ГОСУДАРСТВЕННЫХ ХРАНИЛИЩАХ СССР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-23. ციტირების თარიღი: 2022-05-28.
- ↑ Francisks Varslavāns. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-24. ციტირების თარიღი: 2022-05-20.
- ↑ 3.0 3.1 Red. Vilsons, A. Māksla un arhitektūra biogrāfijās. 4.. Rīga: Preses nams, 2003. 25. - 26. lpp.
- ↑ https://likumi.lv/doc.php?id=112758
- ↑ Приглашает династия художников
- ↑ Франциску Варславану - 105. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-25. ციტირების თარიღი: 2022-05-28.
- ↑ Lapiņš, Arturs (1965). Francisks Varslavāns: dzīve un darbs. Rīga: Liesma.
- ↑ Vilčuka, Irēna (2013). Francisks Varslavāns. Rēzekne: Rēzeknes Latgaliešu Kultūras biedrība.