ფონ-დე-გომი
ფონ-დე-გომი (ფრანგ. Font-de-Gaume) — გამოქვაბული სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, დორდონის დეპარტამენტში. იგი შეიცავს პრეისტორიულ პოლიქრომიულ კლდის მხატვრობას და გრავიურებს. ნახატები 1901 წლის 12 სექტემბერს აღმოაჩინა ადგილობრივმა პედაგოგმა დენის პეირონმა. გამოქვაბული მანამდეც იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა ნახატების მნიშვნელობა არ იყო აღიარებული.[1] გვხვდება დაახლოებით 230 გრავიურული და მხატვრული ბიზონების (82), ცხენების, მამონტების, ირმების, ბეწვიანი მარტორქებისა და მგლის გამოსახულებანი. მხატვრობის დიდი ნაწილი აღმოჩენილია უკანასკნელ ათწლეულებში. მღვიმის მეტად ცნობილი ნახატი, ფრიზის ხუთი ბიზონის გამოსახულება, შემთხვევით აღმოაჩინეს 1966 წელს. მოცულობითი ეფექტისათვის გამოყენებულია გამოქვაბულის რელიეფური კედლებიც.
ფონ-დე-გომი | |
---|---|
Font-de-Gaume | |
ფონ-დე-გომი | |
კოორდინატები: 44°56′05″ ჩ. გ. 1°01′44″ ა. გ. / 44.93472° ჩ. გ. 1.02889° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტერიტორიული ერთეული | აკვიტანია |
ტიპი | კულტურული |
ფონ-დე-გომი თარიღდება მადლენის კულტურის დროით (ძველი წელთაღრიცხვის 15000-11000 წლები). გამოქვაბულთან გვხვდება ცარცული ასაკის კირქვები. გამოქვაბულს აქვს ვიწრო შესასვლელი, რომლის სიგრძეა 125 მ, სიგანე 2-3 მ, ხოლო სიმაღლე 8 მეტრამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფონ-დე-გომი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ფონ-დე-გომი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფონ-დე-გომის გროტი (pdf) დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)