მადლენის კულტურა
მადლენის კულტურა — ზედა პალეოლითის ხანის დასასრულის არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. 1500-1800). შეცვალა სოლუტრეს კულტურა. XIX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს გამოყო ფრანგმა არქეოლგმა გ. მორტილიემ. სახელი ეწოდა ლა-მადლენის გამოქვაბულის მიხედვით. გავრცელებული იყო საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, და გერმანიის ტერიტორიებზე. ვიურმის უკანასკნელი გამყინვარების თანადროულია. ხასიათდება ძვლისა და რქისაგან დამზადებული იარაღის სიუხვით. მადლენის კულტურა პირველყოფილი ხელოვნური გაფურჩქვნის პერიოდია. გვიანდელ საფეხურებზე გავრცელებულია კაჟის გეომეტრიული ფორმის წვრილი იარაღი. მადლენის კულტურის მატარებელი მონადირეები ცხოვრობდნენ უმთავრესად გამოქვაბულებში, აგრეთვე ძვლებისა და ტყავისაგან გაკეთებულ ნაგებობებში. ხშირად მომთაბარეობდნენ. მადლენის კულტურა განეკუთვნება პირველყოფილი გვაროვნული წყობის ადრინდელ საფეხურს. ტერმინები „მადლენის კულტურა“ და „მადლენის ეპოქა“ ფართო გაგებით იხმარება გამყინვარებისპირა რაიონებში გავრცელებული უგვიანესი პალეოლითური კულტურების აღსანიშნავად. მადლენის კულტურა შეცვალა აზილის კულტურამ.
მადლენის კულტურის ხელოვნება
რედაქტირება-
ცხენი -
ბიზონი -
ცხენის თავი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 341-342.