რიჩარდ ფოსტერ ფლინტი
რიჩარდ ფოსტერ ფლინტი (ინგლ. Richard Foster Flint; დ. 1 მარტი 1902, ჩიკაგო — გ. 6 ივნისი 1976, ნიუ-ჰეივენი, აშშ) — ამერიკელი გეოლოგი. ძირითადად მუშაობდა მეოთხეული გეოლოგიის მიმართულებით.
რიჩარდ ფოსტერ ფლინტი | |
---|---|
ინგლ. Richard Foster Flint | |
დაბ. თარიღი | 1 მარტი, 1902[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო[1] [3] |
გარდ. თარიღი | 6 ივნისი, 1976[4] [1] [2] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-ჰეივენი[4] [2] [3] |
მოქალაქეობა | აშშ[1] [2] [3] |
საქმიანობა | მეოთხეული გეოლოგია |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი[1] [2] [3] |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[1] [3] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია, ალბრეხტ პენკის მედალი[1] და პრესტვიჩის მედალი[1] |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებარიჩარდ ფოსტერ ფლინტმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში 1925 წელს. ასწავლიდა იელის უნივერსიტეტში (1945 წლიდან გეოლოგიის პროფესორი), 1950 წელს აირჩიეს გეოქრონომეტრიული ლაბორატორიის კავშირის თავმჯდომარედ. 1937 წელს მონაწილეობდა ლუიზ არნერ ბოიდის ამერიკულ არქტიკულ ექსპედიციაში როგორც უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1946 წლიდან აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის უფროსი გეოლოგია.[5]
რიჩარდ ფლინტი მონაწილეობდა მისურის, კენტუკის, ილინოისისა და კონექტიკუტის შტატების გეოლოგიურ აგეგმვაში. ფლინტი ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკული არეების გეოლოგიის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტია. იყო ჩრდილოეთ ამერიკის მეოთხეულის პალეოგეოგრაფიული რუკების შედგენის კომიტეტის თავმჯდომარე (გამოიცა 1945 წ.).[5]
1930 წლიდან რიჩარდ ფლინტი იყო ჟურნალ „American Journal of Science“-ის რედკოლეგიის წევრი. ავტორია ნაშრომებისა: „ფიზიკური გეოლოგიის საფუძველი“ (An Introduction to Physical Geology, 1955), „მყინვარული და პლეისტოცენური გეოლოგია“ (Glacial and Pleistocene Geology, 1957), „მყინვარული და მეოთხეული გეოლოგია“ (Glacial and Quaternary Geology, 1971), „დედამიწა და მისი ისტორია“ (The Earth and its History, 1973).[5]
ფლინტის ძირითადი შრომები ეხება გეოლოგიას, პალეოგეოგრაფიას, პლეისტოცენისა და ჰოლოცენის კლიმატების ისტორიას, მყინვარული და ფლუვიოგლაციალური დანალექების სტრატიგრაფიასა და ლითოლოგიას, ჩრდილოეთ ამერიკის რადიონახშირბადული მეთოდით პლეისტოცენური გამყინვარების აბსოლუტური ასაკის დადგენას, აგრეთვე გლაციოლოგიას.[5]
გეოლოგიურ მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 1972 წელს ლონდონის გეოლოგიურმა საზოგადოებამ რიჩარდ ფოსტერ ფლინტი დააჯილდოვა პრესტვიჩის მედლით.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 https://www.geosociety.org/documents/gsa/memorials/v08/Flint-RF.pdf
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 27. — С. 493.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 კრუგოსვეტი — 2000.
- ↑ 4.0 4.1 Freebase Data Dumps — Google.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Memorial to Richard Foster Flint 1902-1976
- ↑ Prestwich Medal Awardees