ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება

ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება (ინგლ. Geological Society of London) — დიდი ბრიტანეთის გეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1807 წლის 13 ნოემბერს. წარმოადგენს მსოფლიოს უძველეს და ევროპის უდიდეს ეროვნულ გეოლოგიურ საზოგადოებას, რომელშიც გაერთიანებულია 12,000-მდე წევრი.[7] საზოგადოება არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ნ. 210161.

ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება
დევიზი Quicquid sub terra est
შეიქმნა 13 ნოემბერი, 1807; 216 წლის წინ (1807-11-13)
სტატუსი მოქმედი
ტიპი სამეცნიერო საზოგადოება
შტაბ-ბინა ბერლინგტონ-ჰაუზი, პიკადილი
მდებარეობა ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
წევრები 11,600
ენა ინგლისური
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
თავმჯდომარე რუთ ალინგტონი[1]
კავშირები Committee on Publication Ethics[2] , Publishers Association Limited[3] , Society Publishers' Coalition[4] , სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოების გამომცემელთა ასოციაცია[5] და სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია[6]
geolsoc.org.uk

არის სამეცნიერო საბჭოს წევრი და დიპლომირებულ მეცნიერთა დასაჯილდოვებლად განკუთვნილი ლიცენზირებული ორგანიზაცია. საზოგადოების მისია შემდეგშია: გეოლოგთა დაკონტაქტება, მათი ენთუზიაზმის სტიმულირება, ერთი ნომენკლატურის ათვისება, ახალი ფაქტების გაზიარება და იმის დადგენა თუ რა არის ცნობილი მათ მეცნიერებაში და რა დარჩა აღმოსაჩენი.[8]

დაარსდა 1807 წლის 13 ნოემბერს თავისუფალი მასონების ტავერნაში, გრეიტ-კვინ-სტრიტზე, ლონდონის კოვენტ-გარდენის რაიონში.[9] ნაწილობრივ ის გახდა მანამდე არსებული ასკეზური კლუბის მემკვიდრე. სულ იყო 13 დამფუძნებელი წევრი: უილიამ ბაბინგტონი, ჯეიმზ პარკინსონი, ჰამფრი დეივი, ჯორჯ ბელას გრინაფი, არტურ ეიკინი, უილიამ ალენი, ჟაკ ლუი დე ბურნონი, რიჩარდ ნაიტი, ჯეიმზ ლერდი, ჯეიმზ ფრანკი, უილიამ ჰეზელდაინ პიპსი, რიჩარდ ფილიპსი და უილიამ ფილიპსი. 1825 წლის 23 აპრილს ჯორჯ IV-მ საზოგადოებას სამეფო ქარტია გადასცა.[7]

1874 წლიდან ბაზირებულია ლონდონში, პიკადილიზე, ბერლინგტონ-ჰაუზში. ამ შენობაშია საზოგადოების ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს წიგნებისა და ჟურნალების 300,000-ზე მეტ ერთეულს. 1919 წლიდან საზოგადოებაში გაწევრიანების უფლება ქალებს მიეცათ.[10] 1991 წელს შეუერთდა გეოლოგთა ინსტიტუტს, რასაც მოყვა საზოგადოების ფუნდამენტური რესტრუქტურიზაცია.[11]

2007 წელს საზოგადოებამ აღნიშნა ორასი წლისთავი. ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება დიდ ბრიტანეთსა და საზღვარგარეთ ატარებს გეომეცნიერულ პროგრამებს. გამოსცემს ორ საკუთარ ჟურნალს: „Journal of the Geological Society“ და „Quarterly Journal of Engineering Geology & Hydrogeology“. ამას გარდა, ნამდვილ წევრთათვის გამოსცემს ჟურნალ „Geoscientist“-ს და ნაწილობრივ „Geology Today“-ს.[7]

ლონდონის გეოლოგიურ საზოგადოებას დაარსების დღიდან მოყოლებული მრავალი სახელგანთქმული პრეზიდენტი ჰყავდა. პირველი პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბელას გრინაფი. 1831 წლიდან გეოლოგიაში გადასცემს ყოველწლიურ სამეცნიერო პრესტიჟულ ჯილდოს — უოლასტონის მედალს.[7]

აღსანიშნავია, რომ 1975 წელს ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრად აირჩიეს გამოჩენილი ქართველი გეოლოგები, აკადემიკოსები გიორგი ძოწენიძე და არჩილ ცაგარელი.

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.geplus.co.uk/features/interview-geological-society-president-ruth-allington-on-geoscience-education-23-03-2023/
  2. https://publicationethics.org/members
  3. https://www.publishers.org.uk/members
  4. https://web.archive.org/web/20240223114948/https://www.socpc.org/
  5. https://www.alpsp.org/membership-directory
  6. https://www.stm-assoc.org/membership/our-members/
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 The Geological Society of London is the UK's national society for geoscience, providing support to c.11,600 members in the UK and overseas
  8. Andrew Scott,Stephen Pumfrey, Leucha Veneer (12 April 2012). „Early Geology“. In our time. 1 minutes in. BBC Radio 4. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2012.
  9. Herries Davies, G.L. (2007) Whatever is Under the Earth: The Geological Society of London 1807 to 2007, London: Geological Society
  10. Hunter, Dana. (2019-03-19) Geological Society of London Celebrates the First Female Fellows. Scientific American Blog Network. ციტირების თარიღი: 2019-03-27
  11. Rick Brassington gives a personal view of a momentous change in the history of the geological profession in the UK