ილინოისი

შტატი აშშ-ში
(გადამისამართდა გვერდიდან ილინოისის შტატი)
ტერმინს „ილინოისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ილინოისი (მრავალმნიშვნელოვანი).

ილინოისი (ინგლ. Illinois) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ალგონკინელთა ენაზე ნიშნავს „მეომრებს, მამაც ადამიანებს“. — ილინოისი 1673 წელს აღმოაჩინეს ფრანგებმა ჟოლიემ და მარკეტმა. მისი ფორმირება მოხდა 1720 წელს; 1763 წელს ფრანგებმა დაუთმეს ინგლისელებს. 1783 წელს გადავიდა აშშ-ს მმართველობაში. 1809-დან ტერიტორიის სტატუსი აქვს, 1818-დან შტატისა.

  • ფართობი — 144 ათასი კვ. კმ.
  • მოსახლეობა — 12,607 ათასი (თეთრი 77,7 %, აფროამერიკელი 14,6 %, ლათინურამერიკელი 7,7 %). D. 78,9.
  • ქალაქის მოსახლეობა — 83,3 %.
  • ქალაქები — სპრინგფილდი (დედაქალაქი), 112 921, ჩიკაგო (ინდიელთა ენაზე Checagou — „ველური ხახვი“, დაარსდა 1770 წელს; 2.721 ათასი), როკფორდი, 143 ათასი, პეორია, 112 ათასი.
  • თავისებურებები — მიჩიგანის ტბა, მდინარეები მისისიპი, ილინოისი, ოჰაიო, ლინკოლნის სახლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი.
  • ცნობილი ადამიანები — ენრიკო ფერმი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯესი ჯექსონი, რონალდ რეიგანი.
ილინოისი
ილინოისის დროშა ილინოისის გერბი
მეტსახელი: Land of Lincoln და Prairie State
დევიზი: State sovereignty, national union
დედაქალაქი სპრინგფილდი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1] და ამერიკული ინგლისური[1]
გუბერნატორი ჯეი რობერტ პრიცკერი
საკანონმდებლო ორგანო ილინოისის გენერალური ასამბლეა
ფართობი 149 998 კმ²
მოსახლეობა 12 812 508[2] კაცი
უმაღლესი წერტილი ჩარლზ-მაუნდი
უდაბლესი წერტილი ოჰაიო
შტატი გახდა 3 დეკემბერი, 1818
სასაათო სარტყელი ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო
საფოსტო აბრევიატურა IL და Ill.
მოსაზღვრე რეგიონები უისკონსინი, აიოვა, მისური, კენტუკი, ინდიანა და მიჩიგანი
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი illinois.gov