კონექტიკუტი
შტატი აშშ-ში
(გადამისამართდა გვერდიდან კონექტიკუტის შტატი)
კონექტიკუტი (ინგლ. Connecticut) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. სახელი ალგონკინების ენაზე ნიშნავს „გრძელი მდინარის სანაპიროს“. კონექტიკუტი 1635 წელს დააარსეს პურიტანმა კოლონისტებმა მასაჩუსეტსიდან; 1637 წელს აქ შეიქმნა თანამეგობრობა, რომელმაც 1639 წელს თანამედროვე მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია მიიღო; 1788 წლიდან აშშ-ს შტატია.
- ფართობი - 12,5 ათასი
- მოსახლეობა - 3,464 ათასი (თეთრი 86 %, აფროამერიკელი 8 %, ლათინურამერიკელი 6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 78,8 %.
- ქალაქები – ჰარტფორდი (დედაქალაქი), 133 ათასი, ბრიჯპორტი, 138 ათასი, ნიუ-ჰეივენი, 125 ათასი
- ცნობილი ადამიანები – ჯორჯ ბუში, კეტრინ ჰეპბერნი, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, მარკ ტვენი.
- თავისებურებები – იელის უნივერსიტეტი.
კონექტიკუტი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | The Constitution State, The Provisions State, The Nutmeg State და The Land of Steady Habits | ||||
დევიზი: | Qui transtulit sustinet | ||||
დედაქალაქი | ჰარტფორდი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | Ned Lamont | ||||
საკანონმდებლო ორგანო | კონექტიკუტის გენერალური ასამბლეა | ||||
ფართობი | 14 357 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 605 944[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ფრისელი | ||||
უდაბლესი წერტილი | ლონგ-აილენდი | ||||
შტატი გახდა | 9 იანვარი, 1788 | ||||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი | ||||
საფოსტო აბრევიატურა | CT[2] | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | მასაჩუსეტსი, როდ-აილენდი და ნიუ-იორკი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | portal.ct.gov | ||||