ფიტელეფასი (ლათ. Phytelephas) — ორსახლიან მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. მოკლე ხისებრი ღერო და 3—6 სიგრძის ფრთისებრი ფოთლები აქვს. მამრობითი ყვავილები თავმოყრილია გრძელ, ცილინდრულ ტარო ყვავილში, მდედრობით — მჭიდრო თავაკისებრ ყვავილედში. ნაყოფი წვნიანი კენკრაა.

ფიტელეფასი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  ფიტელეფასი
ლათინური სახელი
Phytelephas

მოუმწიფებელი თესლის ენდოსპერმი თხევადია, რძის მაგვარი, იყენებენ საჭმელად; მწიფე თესლისა — მაგარია და მცენარეული სპილოს ძვლის სახელწოდებით იყენებენ ღილების, ჭადრაკის ფიგურების და სხვათა დასამზადებლად. ფიტელეფასის 15-მდე სახეობა იზრდება სამხრეთ ამერიკაში, ძირითადად ანდებში, ზღვის დონიდან 1500—1800 მ სიმაღლეზე, მდინარის ნაპირებსა და ჭაობიან ადგილებში.

ლიტერატურა

რედაქტირება