ფინფუტისებრნი
ფინფუტისებრნი (ლათ. Heliornithidae) — ფრინველთა ოჯახი წეროსნაირთა რიგისა.[1] ადრე გამოყოფდნენ ქვერიგ ფინფუტებს (ლათ. Heliornithes), რომელიც შემდეგ გაუქმდა.[2] მოიცავს 3 გვარის 3 სახეობას: Podica senegalenis (ბინადრობს აფრიკაში, საჰარის სამხრეთში), Heliopais personata (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) და ფინფუტი Heliornis fulica (ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში). მათი სხეულის სიგრძეა 28—62 სმ, ფეხის თითებზე საცურავი აპკი აქვთ. ბუდობენ მდინარისა და ტყისპირა ხშირ ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ყწლის თავზე დაკიდებულ ტოტებზე. აზიური სახეობები დებენ 5—7, ფინფუტი — 2 კვერცხს. მამალი ფინფუტები კვერცხებზე მზრუნველობას თავის თავზე იღებს. საშიშროების შემთხვევაში თავის 2 მართვეს ათავსებს ფრთისქვეშა ჯიბისებურ კანის ნაკეცებში და მათთან ერთად შეუძლია გაფრენა ან ჩაყურყუმალავება წყალში. ფინფუტები იკვებებიან მწერებით, წვრილი კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, ბაყაყებითა და სხვა, აგრეთვე მწვანე მცენარეული საკვებით.
ფინფუტები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Heliopais personata | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Heliornithidae (Gray, 1840) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 327.