ფილიპოვკა
ფილიპოვკა (ყოფ. პატარა კარწახი) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარწახის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფელში არის ფილიპოვკის საბაზო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ფილიპოვკა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | კარწახი |
კოორდინატები | 41°14′25″ ჩ. გ. 43°18′28″ ა. გ. / 41.24028° ჩ. გ. 43.30778° ა. გ. |
ადრეული სახელები | პატარა კარწახი |
ცენტრის სიმაღლე | 1880 მ |
მოსახლეობა | 52[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 52 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 101 | 51 | 50 |
2014[1] | 52 | 25 | 27 |
ისტორია
რედაქტირება1922 წელს არტაანში მცხოვრები გლეხების 60 კომლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძეს, რათა ამ უკანასკნელს მათთვის გამოეყო საცხოვრებელი ადგილი. იმავე წლის 12 აგვისტოს მახარაძემ მათ ახალქალაქის მაზრაში გამოუყო ადგილი სოფელ პატარა კარწახში, რომელსაც მახარაძის პატივსაცემად ფილიპოვკა დაარქვეს.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 306.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო[მკვდარი ბმული]
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ს. დარჩია, „ფ. მახარაძის დაბადებიდან 90 წლისთავისთვის“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N31, გვ. 2 — 1958 წ.