...ფილი
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიების სია)
...ფილი, ...ფილია (წარმოიშვა ბერძ. φιλíα „ფილია“ — სიყვარული, მეგობრობა, მიდრეკილება) — რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს სიყვარულს, რაიმესადმი მიდრეკილებას. მისი ანტონიმია -ფობია.
ბიოლოგია
რედაქტირება- ალკალიფილია
- ანემოფილია — დამტვერვის სახე, როდესაც მტვერი ქარითაა მოტანილი.
- ანთოფილია — მიზიდულობა ყვავილების მიმართ.
- ანთროფილია — მიზიდულობა ადამიანების მიმართ.
- აციდოფილია — სიმპატია მჟავების მიმართ.
- გეოფილია — მიწის, ნიადაგის სიყვარული.
- ენტომოფილი — დამტვერვა მწერების მიერ.
- ექსტრემოფილია — მიკროორგანიზმებში, ექსტრემალურ პირობებში ცხოვრების მიდრეკილება.
- დენდროფილია — ხეებისა, ან სხვა მცენარეების სიყვარული.
- ზოოფილი — დამტვერვის სახეობა, როდესაც მტვერი გადააქვთ ცხოველებს.
- თერმოფილია — მაღალი ტემპრერატურის სიყვარული. მაღალ ტემპერატურისკენ სწრაფვა.
- კრიოფილე — ცივი გარემოსკენ, დაბალი დემპერატურისკენ მიდრეკილება.
- ლითოფილია — ქვებისკენ სწრაფვა.
- ლიმნოფილია — ტბორისა, ან ჭაობისკენ მიდრეკილება.
- მესოფილია — მიკროორგანიზმებში, საშუალო ტემპერატურისკენ სწრაფვა.
- მიკროაეროფილია / მიკროაეროფილი — ორგანიზმები, რომლებიც ძლებენ, ან მოითხოვენ ჟანგბადის მცირე შემცველობის გარემოს.
- მირმეკოფილია — „ჭიანჭველების სიყვარული“.
- ნემოფილია — ტყისა, ან ხის (შეშის) სიყვარული.
- ომბროფილია — კოკისპირული წვიმისკენ სწრაფვა.
- პეტროფილია — კლდიან ადგილებში ცხოვრების სურვილი.
- პსამოფილია — მცენარის ქვიშიან ადგილებში ცხოვრების სურვილი.
- პსიქროფილია — ცივი გარემოსკენ, დაბალი დემპერატურისკენ მიდრეკილება
- რჰეოფილია — მოძრავ მდინარეში ცხოვრების სურვილი/სწრაფვა.
- რჰიზოფილია — ფესვებში ცხოვრების სურვილი.
- ტროპოფილია — ექსტრიმალური სეზონური ცვლილებების სიყვარული.
- ფოტოფილია — მზიან / ნათელ ადგილებში ცხოვრების სურვილი.
- ქსეროფილია — ძალიან მშრალ ადგილებში ცხოვრების სურვილი.
- ქსილოფილია — ხის (შეშის) სიყვარული.
- ჰალოფილია — მარილისა, თუ მარილიანი წყლის სიყვარული.
- ჰელიოფილია — მზის სხივის სიყვარული.
- ჰიდროფილია — წყლის სიყვარული.
- ჰიპერთერმოფილია — ორგანიზმებიში, ექსტრიმალურად ცხელი ტემპერატურისკენ სწრაფვა.
ქიმია / ფიზიკა
რედაქტირება- ელექრტოფილი — სუბსტანცია, რომელსაც აქვს ელექტრონის თვისება, ან უარყოფითი მუხტი.
- ლიპოფილი — სუბსტანცია, რომელიც მიდრეკილია ლიპიდებისკენ, როგორც უჯრედის მემბრანა.
- ნუკლეოფილი — სუბსტანცია, რომელსაც აქვს პოზიტიური მუხტი. ელექტროფილის ანტონომი.
- ქრომოფილური — ადვილად ღებვადი.
ჰობი
რედაქტირება- არკტოფილია — სათამაშო დათუნიების სიყვარული.
- აუდიოფილია — მაღალხარისხიანი მუსიკალური ჩანაწერის სიყვარული.
- ბიბლიოფილია — წიგნების სიყვარული.
- ბიოფილია — ბუნების სიყვარული.
- გლოსოფილია — ენების სიყვარული.
- ენოფილია — ღვინის სიყვარული.
- ლოგოფილია — სიტყვების სიყვარული. ლოგოფილებს შეიძლება უყვარდეთ სიტყვით თამაში, ან კროსვორდი. ასევე სიამოვნებით კითხულობდნენ სხვადასხვა უმნიშვნელო წარწერებს, როგორიცაა წარწერა ეტიკეტზე.
- მეტროფილია — რკინიგზისა, ან მეტროპოლიტენის სიყვარული.
- ნეოფილია — სიახლისა და ახალი ტენდეციების სიყვარული.
- ორნითოფილია — ჩიტების სიყვარული.
- სინეფილია — კინოსა და ფილმების სიყვარული.
- ტაფოფილია — საფლავების, სასაფლაოებისა და დაკრძალვის სიყვარული.
- ტექნოფილია — ტექნოლოგიის სიყვარული.
- ტუროფილია — ყველის სიყვარული.
- ჰიპპოფილია — ცხენების სიყვარული.
ნაციონალური
რედაქტირება- გაფრთხილება: ეს სექცია დასაზუსტებელია!
- ანგლოფილი — არაინგლისელი, რომელსაც ყველაფერი ინგლისური მოსწონს. ანტონიმი: ანგლოფობი.
- გერმანოფილი — გერმანული კულტურის მოყვარული.
- ევროფილი — ადამიანი, ვისაც სურს გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირის მთავრობებს შორის. ანტონიმი: ევროსკეპტიკოსი.
- ინდოფილი — ინდოეთის მოყვარული.
- ისპანოფილი — ესპანური, ან ჰისპანური კულტურის მოყვარული.
- რუსოფილი — რუსეთის, ან რუსების მოყვარული. ანტონიმი: რუსოფობი.
- სინოფილი — არაჩინელი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ჩინეთი, ან ჩინური კულტურა. ანტონიმი: სინოფობი
- ფრანკოფილი — ფრანგული კულტურის მოყვარული. ანტონიმი: ფრანკოფობი
- ჰელენოფილი — ბერძნული კულტურის მოყვარული.
- ჰიბერნოფილი — ირლანდიისა, თუ ირლანდიური კულტურის მოყვარული.
სხვა
რედაქტირება- ანდროფილია — სექსუალური მიზიდულობა კაცების მიმართ.
- გინეფილია — სექსუალური მიზიდულობა ქალების მიმართ.
- იხილეთ პარაფილია, სექსოლოგიასთან დაკავშირებული ტერმინებისთვის.
- თეოფილია — ღმერთის სიყვარული.
- რეტროფილია — ძველი ნივთების სიყვარული.
თავსართი ფილ-
რედაქტირება- ფილადელფია
- ფილანთროპი
- ფილატელია
- ფილოლოგია
- ფილოსოფია — სიბრძნის სიყვარული, აგრეთვე სასწავლო დარგი.
- ფილუმენია
- ფილჰელენიზმი — ბერძნული კულტურის მოყვარული.