ფილუმენია, ფილუმენისტიკა (ძვ. ბერძნ. φιλέω [philéō] — „მიყვარს“ და ლათ. lumen — „სინათლე“) — კოლექციონერობის ნაირსახეობა, რომელიც ითვალისწინებს ასანთის კოლოფებისა და ეტიკეტების შეგროვებას.

სიტყვა შემოიღო ბრიტანელმა კოლექციონერმა მარჯორი ს. ევანზმა 1943 წელს (იგი მოგვიანებით გახდა ბრიტანეთის Matchbox Label & Booklet Society-ის პრეზიდენტი, რომელიც ახლა ცნობილია როგორც British Matchbox Label and Bookmatch Society).[1] ადამიანი, რომელიც ეწევა ფილუმენიას, არის ფილუმენისტი.

  1. „We Bet Nobody Knows About This Hobby Called Phillumeny“. Buzzle (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2017-05-09.