მირმეკოფილია
მირმეკოფილია — ჭიანჭველების მიერ ზოგიერთი მცენარის გამოყენება თავშესაფრად და საკვებად. ჭიანჭველები სახლდებიან მცენარის ღეროებში, ეკლებში, მუხლთშორისებსა და სხვა, ან იკვებებიან მათი გამონაყოფებით. მირმეკოფილია უმეტესად გავრცელებულია ამერიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკებში. მირმეკოფილიის ფორმაა სხვადასხვა ცხოველის შეგუება ჭიანჭველების ბუდეში ცხოვრებასთან. ჭიანჭველების დამოკიდებულება მირმეკოფილებთან შეიძლება ნეიტრალური იყოს; ხშირია სიმბიოზის და კომენსალიზმის შემთხვევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 12.