სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეკალი.

ეკალი (ლათ. spina) — ღეროს, ფოთლის, ფესვისა და მათი ნაწილების მეტამორფოზის შედეგად განვითარებული მაგარი წვეტიანი წარმონაქმნი. ეკლად შეიძლება გარდაიქმნეს მთელი ფოთოლი (კოწახურისა, ხურტკმელისა და სხვა), მისი შუა ძარღვი (ბაძგის, გლერძას და სხვა ფრთისებრი ფოთოლი) ანდა თანაფოთლები (ცრუაკაციისა, ძეძვისა და სხვა).

ვარდის ეკლები

თუ ეკალი სახეცვლილი ყლორტია (კუნელისა, კვრინჩხისა, მაჟალოსი, პანტისა), ის უფოთლოა ან სუსტად შეფოთლილი. ეკალი შეიძლება განვითარდეს დამატებითი ფესვებიდანაც ღეროს ქვედა ნაწილზე (პალმა ლათ. Acanthorhiza, Iriartea). ეკალი უფრო ხშირად მშრალი და ცხელი ადგილსამყოფელის მცენარეებს აქვთ. იგი იცავს მცენარეს ცხოველებისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: