ფეხბურთი აზერბაიჯანში

ფეხბურთი აზერბაიჯანში — ყველაზე პოპულარული სპორტია. აზერბაიჯანულ ფეხბურთს ორგანიზებას უწევს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია (AFFA), რომელიც მართავს: ეროვნულ, პროფესიონალურ ფეხბურთის ლიგას, AFFA-ის უმაღლეს ლიგასა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს.

ფეხბურთი აზერბაიჯანში

ხაზარ ლენკორანის ფანები ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას
უმაღლესი ორგანო აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია
ტიპი sport in a geographic region და სპორტული შეჯიბრება
ქვეყანა/რეგიონი აზერბაიჯანი

ეროვნული ნაკრები მონაწილეობას იღებს ფიფასა და უეფას მიერ ორგანიზებულ ყველა შეჯიბრებაში როგორც უფროს, ისე ახალგაზრდულ დონეზე. ნეფთჩი ბაქო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი იყო და ზოგჯერ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებშიც იღებდა მონაწილეობას. მათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო ანატოლი ბანიშევსკი, რომელიც საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაშიც შედიოდა. სწორედ იგი გავიდა 1966 წლის ფიფას მსოფლიო თასის ნახევარფინალში. კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ფეხბურთის ლეგენდა იყო ლაინსმენი (მსაჯი) ტოფიკ ბაჰრამოვი, რომელმაც 1966 წლის ფიფას მსოფლიო თასის ფინალში, ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ადრეული პერიოდი (1920-იან წლებამდე)

რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში, აზერბაიჯანში ფეხბურთი პოპულარული გახდა. ამ პერიოდში ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მოკლე პერიოდში, ბაქოში, მრავალი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. 1905 წელს, აზერბაიჯანში პირველი საფეხბურთო კლუბი შეიქმნა. ეს გუნდები ძირითადად ბაქოს მსხვილ ნავთობკომპანიებს წარმოადგენდნენ. ამ გუნდებს შორის იყო: „სურახანის ფეხბურთის მოთამაშეთა წრე“, „სტელა“, „სპორტის მეგობრები“, „კონგრესი“, „უნიტასი“, „ბელაია“, „სენტურიონი“, „პროგრესი“ და მრავალი სხვა. თავდაპირველად, ქალაქის ჩემპიონატები ტარდებოდა კაპიტანებს შორის შეთანხმებით (ამ პერიოდში არ არსებობდა თასი ან მსგავსიტიპის ჩემპიონატები).[1]

1911 წელს ბაქოში პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც „ბრიტანული კლუბი“ გუნდი გახდა. 1912 წელს, აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა თავიანთი პირველი "საერთაშორისო მატჩი"[2] ჩაატარეს და მათ გამარჯვება მოიპოვეს თბილისში, საქართველოში, ადგილობრივი "სოკოლის" გუნდის წინააღმდეგ ანგარიშით 4:2. 1912-1913 წლების სეზონში საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთუი კლუბებს შორის შეხვედრები ჯერ თბილისში, ხოლო შემდგომ ბაქოში ჩატარდა. 1914 წელს დაარსდა ფეხბურთის კავშირი აზერბაიჯანში. ფეხბურთის კავშირმა ითავა ოფიციალური ქალაქის ჩემპიონატებისა და სხვა შეჯიბრებების ორგანიზება.[1]

საბჭოთა პერიოდი (1920-იანები — 1991)

რედაქტირება

საბჭოთა აზერბაიჯანის საფეხბურთო გუნდების უძველესი ჩანაწერები 1926-1927 წლებით თარიღდება (ამ პერიოდში თბილისში მოეწყო ტრანსკავკასიური ჩემპიონატი). ტურნირში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.[3] აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებმა 1927 წელს გამართა პირველი ამხანაგური მატჩები საქართველოსა და სომხეთის წინააღმდეგ საქართველოში ტრანსკავკასიური ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.[3] საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გუნდს არ უთამაშია საერთაშორისო მატჩებში.[3]

აზერბაიჯანული ფეხბურთის ოქროს ხანად 1960-იანი წლები სახელდება, რადგან ამ პერიოდში მათი ქვეყნის მაისურით თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: ანატოლი ბანიშევსკი და ალეკპერ მამედოვი. აღსანიშნავია ლეგენდარული მსაჯი (ლაინსმენი) ტოფიკ ბახმრამოვი, რომელმაც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ინგლისსა და დასავლეთ გერმანიას შორის გამართულ შეხვედრაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა (იგი დაეთანხმა ინგლისის ნაკრებისთვის გოლის ჩათვლას).

აზერბაიჯანში ძირითადი სტადიონები აშენდა საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში. მათგან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია შემდეგი სტადიონები: ტოფიგ ბარამოვის სტადიონიბაქოში, განჯა სითის სტადიონი განჯაში, მეჰდი ჰუსეინზადეს სტადიონი სუმგაითიში და ლანკარანის სითი სტადიონი ლანკარანში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი სტადიონი გარემონტდა და მოდერნიზაცია განიცადა (ზოგიერთის გარემონტება და მოდერნიზაცია ახლაც მიმდინარეობს).

აგრეთვეი საფეხბურთო კლუბების უმრავლესობაც საბჭოთა პერიოდშია დაარსებული. მათგან ყველაზე გამორჩეულები არიან: ნეფთჩი ბაქო, „FC ბაქო“, „კაპაზ PFK“, „სუმგაიტ PFC“, „FK ხაზარ-ლენკორანი“, „FK შამკირი“ და მრავალი სხვა.

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2010 წლის ოქტომბერში.

აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრები აზერბაიჯანის საფეხბურთო ეროვნული გუნდია და მას აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია აკონტროლებს. საბჭოთა კავშირისაგან გამოყოფის შემდეგ, გუნდმა პირველი თამაში ჩაატარა 1992 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმედ.[3]

ქალთა ნაკრები, 21-წლამდელთა გუნდი, 19-წლამდელთა გუნდი და 17 წლამდელთა გუნდი აგრეთვე ასპარეზობაშია.

1996 წლის ევპორის ჩეპიონატის შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას იღებს ყველა ძირითად ტურნირში, თუმცა ამდროიდან მოყოლებული დღემდე მათ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახული არ აქვს.

გურბან გურბანოვი არის აზერბაიჯანის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი (14 გოლით).[4]

  1. 1.0 1.1 Football. Azerbaijans.az. ციტირების თარიღი: 17 September 2012.
  2. Actually at a regional level, as Azerbaijan and Georgia were part of the Russian Empire at the time.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 World Football Elo Ratings: Azerbaijan
  4. Milli komanda-20: Bütün bombardirlər. Apasport.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 17 September 2012. (აზერბაიჯანული)