აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია ( აზერ. Azərbaycan Futbol Federasiyaları Assosiasiyası, AFFA) — ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს და მართავს ფეხბურთს აზერბაიჯანში. შტაბ-ბინა ბაქოშია. ორგანიზაციის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევია.
დაარსდა | 1992 |
---|---|
ფიფა-ში გაწევრიანდა | 1994 |
პრეზიდენტი | როვნაგ აბდულაევი |
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია ჩამოყალიბდა 1992 წლის 26 მარტს, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა სსრკ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვა[1]. 2009 წლის 23 თებერვალს, AFFA-მ, უეფას ვიცე-პრეზიდენტთან, შენეს ერზიკთან ერთად, გახსნა აზერბაიჯანის ფეხბურთის აკადემია[2].
2010 წელს ასოციაციამ მიიღო ახალი ლოგო[3].
2011 წლიდან AFFA-ს მოხალისეობის პროგრამა ხორციელდება. 1100-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა 14 დივიზიონში FIFA U-17 ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 2012 წლის განმავლობაში. 2012 წლის 22 სექტემბერს ბაქოში, ტოფიგ ბაჰრამოვის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა ფიფას 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი[4].
ორგანიზაციას გააჩნია რეგიონალური ოფისები. ეწევა ეროვნული ჩემპიონატის, ქვეყნის თასის, სუპერთასის, ეროვნული გუნდების თამაშების ორგანიზებას, ზოგადად მთელი ფეხბურთის მხარდაჭერის, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეს. AFFA ასევე ეხება სამსაჯო სისტემას. აზერბაიჯანის არბიტრთა დეპარტამენტის თავმჯდომარეა ხაგანი მამედოვი.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია არის ფიფას და უეფას წევრი[5]. AFFA გახდა უეფას წევრი უეფას 22-ე კონგრესზე ვენაში 1994 წლის მაისში, ხოლო ფიფას წევრი ფიფას 49-ე კონგრესზე ჩიკაგოში 1994 წლის ივნისში[6]. 2002 წლის აპრილში პრემიერ ლიგის კლუბების ჩემპიონატის შეჩერება და AFFA-სთან დაძაბულობა, რომელმაც პიკს მიაღწია, დასრულდა FIFA-სა და UEFA-ს 2-წლიანი სანქციით[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ AFFA-nın 20 İLLİK FƏALİYYƏTİNƏ “2” VERİLDİ
- ↑ FIRST FOOTBALL ACADEMY OPENED IN BAKU
- ↑ Утвержден новый логотип АФФА - ФОТО
- ↑ İlham Əliyev futbol üzrə “FİFA U-17 qadınlararası dünya çempionatı Azərbaycan–2012”nin təntənəli açılış mərasimində iştirak etmişdir - president.az
- ↑ AZƏRBAYCAN FUTBOL FEDERASĠYALARI ASSOSĠASĠYASI
- ↑ 100 YEARS OF FOOTBALL IN AZERBAIJAN
- ↑ Azerbaijan embargo ends - Thursday 22 May 2003